Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

შეურაცხმყოფელი ბრალდებაა – მოსამართლე სიმონ ჩხაიძე სანქციებზე

მარშალ პრესი 06/04/2023
სიმონ ჩხაიძე

ძალიან მძიმე, დამთრგუნველი და ცოტათი შეურაცხმყოფელი ბრალდებაა იმიტომ, რომ საქართველოს მოსამართლეები ვართ, ამ ქვეყანასა და თითოეულ მის მოქალაქეს ბოლომდე ვიცავთ – ასეთ ბრალდებებს ძალიან მყარი მტკიცებულება სჭირდება, – ამის შესახებ მოსამართლე სიმონ ჩხაიძემ განაცხადა.

„არსებობს ე.წ. „მსუსხავი ეფექტი“, რომელსაც ევროპული სასამართლო უწოდებს ისეთ აქტივობებსა და მოქმედებებს, რომელიც შემდგომში უფლების არასწორად ჩარევაში გამოიხატება ხოლმე. მსგავსი ტიპის პოლიტიკურ ჩარევებს, სხვა და სხვა ობიექტისგან სწორედ ეს „მსუსხავი ეფექტი“ შეიძლება მოჰყვეს. ძალიან მძიმე, დამთრგუნველი და ცოტათი შეურაცხმყოფელი ბრალდებაა იმიტომ, რომ საქართველოს მოსამართლეები ვართ, ამ ქვეყანასა და თითოეულ მის მოქალაქეს ბოლომდე ვიცავთ. შესაბამისად, როდესაც ასეთი ტიპის საუბარია, რომ ჩვენზე რაიმე სახის ზეგავლენა ხორციელდება, ამას ძალიან მყარი მტკიცებულება სჭირდება“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

Continue Reading

Previous: განცდა არის მხოლოდ ერთადერთი – ეს არის ზეგავლენის მოპოვება და ჩვენი სასამართლოს დისკრედიტაცია – დავით მამისეიშვილი
Next: 9 აპრილს, იმპერიალისტების იდეოლოგიური შთამომავლები და მემკვიდრეები საკუთარი მოღალატეობრივი და უსამშობლო პერფორმანსების გამართვას აპირებენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025