Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

გადავწყვიტეთ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დავიწყოთ

მარშალ პრესი 18/04/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დავიწყოთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა განმარტა, რას გულისხმობს აღნიშნული პროგრამა.

„პროგრამის დამტკიცების მნიშვნელოვანი ამოცანაა, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული და ეფექტური ხელშეწყობა; სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდია განისაზღვრება 1 ჰექტარზე 300 ლარით. ანუ სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰექტრიდან 1.25-მდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები, თანამესაკუთრეები. ბენეფიციარებს დაერიცხებათ სპეციალურ აგრობარათზე აღნიშნული დახმარება ქულების სახით და მათ შეეძლებათ გამოიყენონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად. ეს შეეხება დაახლოებით 300000-მდე ფერმერს. პროექტის ბიუჯეტი 35 მილიონ ლარს შეადგენს“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ინგა გრიგოლია მის მეგობარ ნიკა მელიას გაუნაწყენდა
Next: სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარების თანხა იზრდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025