Skip to content
18/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო – პრემიერი

მარშალ პრესი 05/04/2023
ღარიბა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი ჟურნალისტის, სპორტის დამსახურებული მოღვაწის ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
პრემიერი თანაგრძნობას უცხადებს ჯამლეტ ხუხაშვილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და მთელ საზოგადოებას.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი ჟურნალისტის, სპორტის დამსახურებული მოღვაწის ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო.
ჯამლეტ ხუხაშვილმა, როგორც ყველასათვის საყვარელმა და ცნობილმა სპორტის კომენტატორმა, სახელი გაითქვა თავისი გამორჩეული სტილის დამსახურებით. მის სახელს უკავშირდება როგორც პირადი წვლილი ქართული სპორტის განვითარების საქმეში, ისე მისი პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
ჯამლეტ ხუხაშვილი ასევე იყო ქართველი და ებრაელი ხალხების ურთიერთობათა განმტკიცების დიდი ქომაგი და თავისი ქვეყნის გულმხურვალე პატრიოტი.
თანაგრძნობას ვუცხადებ ჯამლეტ ხუხაშვილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და მთელ საზოგადოებას”, –  აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

Continue Reading

Previous: გია ხუხაშვილი მისი ავტოგრაფის მსურველებს ელოდება
Next: ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიული ადმინისტრაციის მინისტრს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025