გია ხუხაშვილი მისი ავტოგრაფის მსურველებს ელოდება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. როგორც ცნობილია, გია ხუხაშვილმა წიგნი გამოსცა და ახლა მისი პოპულარიზაციისთ არის დაკავებული.
დღეს 17.00-19.00 ვიქნები მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე “ბიბლუსში” (ყოფილი ჩაის სახლი). ვისაც სურს ჩემს წიგნზე ავტოგრაფის მიღება, ან უბრალოდ გასაუბრება, იქ დაგელოდებით”– წერს ხუხაშვილი.
