Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რომ არა ჩვენი პრინციპული პოზიცია, ევროკავშირი საკუთარ პასუხისმგებლობაზე იოლად იტყოდა უარს

მარშალ პრესი 05/04/2023
დიმიტრი ხუნდაძე

ევროკავშირის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა ის, რომ ისინი სტატუსის მონიჭებისკენ მიდიან. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოსთან დაშვებულ შეცდომებს ევროკავშირი აღარ გაიმეორებს და ღირსეულად მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას, რაც აქამდეც უნდა გაეკეთებინათ, – აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე.

მისივე თქმით, ოპოზიცია ეცდება, სტატუსის მიღების შემთხვევაში, ეს საკუთარ მიღწევად წარმოაჩინოს.

,,რაც შეეხება ქართული ოპოზიციის მცდელობას, რომ სტატუსის მონიჭება საკუთარ გამარჯვებად მონათლოს, ტყუილი მცდელობაა, რადგან ხალხი ხედავს ყველაფერს. დღეს თავად მათი რიგებიდან ისმის ისეთი განცხადებები, რასაც ჩვენ ვამბობდით – მათ არ სურდათ კანდიდატის სტატუსის მონიჭება დღევანდელი ხელისუფლების პერიოდში და ამას ითხოვდნენ ევროპაშიც. მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლება და “ხალხის ძალა” იყო მარტო საზოგადოებასთან ერთად ევროკავშირისკენ სავალ გზაზე. ჩვენი მოძრაობის მთავარი მიზანი იყო ქართველი ხალხისთვის გვეთქვა სიმართლე არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ხშირად უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა იმ უცხოელ პოლიტიკოსებს, რომლებიც სტატუსის მონიჭებას ერთგვარ იარაღად იყენებდა ხელისუფლების წინააღმდეგ. ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ არა ჩვენი პრინციპული პოზიცია, ევროკავშირი საკუთარ პასუხისმგებლობაზე იოლად იტყოდა უარს. ოპოზიციის მცდელობა, მუდამ დენთის სუნი იდგეს ევროპისკენ სავალ გზაზე, აუცილებლად გაგრძელდება, რადგან სტატუსის თემა მათთვის მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდების ერთადერთი იარაღია, თუმცა, წარუმატებლად“, – აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.

Post navigation

Previous: გარდაიცვალა ჯამლეთ ხუხაშვილი
Next: დიახ, ისინი აორგანიზებენ ძალიან ხშირად საპროტესტო მუხტს, ორგანიზების აღიარება ძალიან კარგია მათი მხრიდან – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.