78 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯამლეთ ხუხაშვილი. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. როგორც ცნობილია მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა.
ჯამლეთ ხუხაშვილი იყო ქართველი ჟურნალისტი, სპორტსმენი. თბილისის საპატიო მოქალაქე.
1963 წლიდან იყო სპორტული კომენტატორი. 1980-1992 წლებში მუშაობდა: საქართველოს ტელევიზიაში, რადიოში, ტელეკომპანიაში „იმედი“, სპორტულ რადიოში „ჯაკო“; იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრთნელი. 1994 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების უფროსი. 1990 წლიდან მაქაბის კლუბის პრეზიდენტი. ავტორი საიუბილეო წიგნისა „ყურადღება“ (2004). დასახელებულია „დინამოს“ საუკეთესო მწვრთნელად (1986), საუკეთესო სპორტულ კომენტატორად (2004). იყო სპორტული რადიო „ჯაკოს“ გენერალური დირექტორი.
მარშალპრესი მწუხარებას გამოთქვამს ჯამლეთ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო.
