საქართველოში აშშ-ის საელჩო გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს

757
წაკითხვა/ნახვა

საქართველოში აშშ-ის საელჩო 23 მაისს თბილისის ცენტრში დაგეგმილი აქციის შესახებ გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს.

საელჩოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 14:00 საათზე თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილია მასშტაბური დემონსტრაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საელჩო აშშ-ის სამთავრობო პერსონალს ურჩევს, მხედველობაში მიიღონ, რომ ამ რაიონში მოსალოდნელია გზის გადაკეტვა და საგზაო მოძრაობის შეზღუდვა. გარდა ამისა, საელჩოს განცხადებით, მასობრივი შეკრებები, თუნდაც მშვიდობიანი, შესაძლოა, დაპირისპირებაში გადაიზარდოს. აშშ-ის სამთავრობო პერსონალს რეკომენდაცია ეძლევა, მოერიდონ შეკრების არეალს და გამოიჩინონ სიფრთხილე, თუკი მასობრივი შეკრების ადგილის სიახლოვეს მოხვდებიან.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ხვალ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების აქცია არის დაგეგმილი.

კომენტარები
მოწონება