Skip to content
04/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: პარლამენტების მიმართ რუსლან სტეფანჩუკის მოწოდების შემდეგ, საქართველოს დელეგაცია გახლდათ მეორე დელეგაცია უკრაინაში

მარშალ პრესი 17/04/2022
შალვა პაპუაშვილი

ალბათ ხედავთ, რომ კონტრაბანდასთან დაკავშირებით აღარ მიდის საუბრები. ეს საკითხი უკვე გადალახულია. ჩვენ უკრაინაში ვიზიტამდე კომუნიკაციის დროსაც შევთანხმდით, რომ წინ გავიხედავთ და მომავალს შევხედავთ. სამომავლოდ ინფორმაციებს ერთმანეთთან გადავამოწმებთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „იმედი LIVE“ – ში განაცხადა.

„ჩვენი დელეგაცია იყო მეორე უკრაინაში. ერთი დღით ადრე ჩეხეთისა და პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეები იყვნენ ერთობლივად ჩასულები. საქართველოს დელეგაცია გახლდათ მეორე დელეგაცია მას შემდეგ, რაც რუსლან სტეფანჩუკისგან იყო მოწოდება პარლამენტების მიმართ, რომ ჩასულიყვნენ. განსაკუთრებული სითბოთი დაგვხვდნენ ნამდვილად. ეტყობოდა კიდეც ჩვენს მასპინძელს, რომ სურდა ეჩვენებინა ეს სითბო. ცდილობდა არა მხოლოდ ოფიციალურად, არამედ ადამიანურადაც შესამჩნევი ყოფილიყო ეს სითბო და ის სიყვარული, რომლითაც ის დახვდა ჩვენს დელეგაციას. ჩვენი დელეგაციაც განსაკუთრებული იყო. იყო მრავალპარტიული. სტეფანჩუკის მხრიდან იყო განსაკუთრებული მადლიერება, რომ პოლიტიკური სპექტრის მრავალფეროვნება იყო წარმოდგენილი და ამით მთელი საქართველოს გზავნილი იყო ჩატანილი. „ნაციონალური მოძრაობა“ იქ არავის უხსენებია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: მეუფე იაკობი: ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ღირსეულად წავიდა
Next: შალვა პაპუაშვილი: უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხსენებაც არ ყოფილა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.