“ნაციონალური მოძრაობა” ხალხის ქუჩაში გამოყვანის ახალ ტაქტიკაზე გადავიდა. მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ კეზერაშვილის დანიშნული ლევან ხაბეიშვილის გამართული აქციები კომიკურ სანახაობად იქცა, რასაც არანაირი შედეგი არ მოჰყვებოდა, მაგრამ ფინანსები კი უაზროდ იხარჯებოდა, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, მოიფიქრეს, რომ აქცია ჩაატარონ 9 აპრილს და ამ ყვეელაფერს ევროპის სახელი დაარქვან.
ევროპის სახელი კი იმიტომ, რომ პარტიის მოფიქრალმა თავებმა ჩათვალეს, რომ რაკი ხალხი, ევროპის ეგიდით გამართულ წინა აქციებზე ქუჩაში გამოვიდა, ახლაც გამოვა, თუმცა, რამდენად გაამართლებს მათი ჩანაფიქრი, ეს უშუალოდ აქციის დღეს გამოჩნდება, რადგან ამ აქციას ევროპასთან არაფერი საერთო არ აქვს და სინამდვილეში, მის უკან კეზერაშვილის, მერაბიშვილისა და სხვა, ძალაუფლების დაბრუნების სურვილით ანთებული ადამიანები დგანან.
მეტი დამაჯერებლობისთვის პარტიამ ვიდეორგოლიც შექმნა, სადაც ნაჩვენებია საქართველოს ლამაზი ბუნება, ვაზი, ღვინო, გლეხი, ეკლესია-მონასტრები, დავით აღმაშენებელი და სხვა, ქართულ იდენტობასთან დაკავშირებული დეტალი.
“საქართველოლ კვლავ დასაცავია, გამოდი 8 აპრილს პარლამენტთან. არა, საქართველოს გარუსებას, არა, რუსულ რეპრესიებს. დაიცავი საქართველოს დამოუკიდებლობა, იდენტობა, კულტურა, ტრადიციები და ევროპული მომავალი. საქართველო, უნდა იყოს ერთიანი და მშვიდობიანი, მრავალფეროვანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. უთხარი არა, რუსეთს. დავდგეთ ერთად. გამოხატე შენი ნება. გამოხატე საქართველო. 9 აპრილს, 5 საათზე, პარლამენტთან, ვიკრებებით ყველა. გავიყვანოთ საქართველო სამშვიდობოს. შევიყვანოთ საქართველო ევროკავშირში”- ნათქვამია ვიდეორგოლის ზედმეტად ყალბ და პათეტიკურ ტექსტში, სადაც აღსანიშნავია, რომ საერთოდ არ არის ნახსენები მიხეილ სააკაშვილი, რატომ? – ეს პარტიის სტრატეგიაა, მორიგი ტყუილი იმ გულწრფელი ადამიანებისთვის, ვისაც ნამდვილად სურს ევროპა.
გაერთიანება მათივე უცხოელმა პატრონებმა ჩათვალეს აუცილებლად, რომ რაღაცნაირად გადაალახვინონ ბარიერი –...