Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

ლენა ხოშტარია დასასჯელთა სიას ადგენს, ვინც ლაზარე გრიგორიადისის მოწინააღმდეგეა

მარშალ პრესი 04/04/2023
ელენე ხოშტარია

გვექნება ყველა იმ ადამიანის სია, რომელიც დღეს ცდილობს, ლაზარე გრიგორიადისის ღირსება შელახოს, პირობას ვდებ, ყველა აგებს პასუხს, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ 7-9 მარტს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, რუსულმა რეჟიმმა რუსული რევანშის სამიზნედ აირჩია ლაზარე.

„ადამიანი, რომელიც უნდა ამაყობდეს, რომ მან დაიცვა საქართველოს ღირსება. ეს არ არის უბრალოდ ცალკე აღებული უკანონო პოლიტიზებული საქმე. ეს არის ადამიანის ღირსების შემლახველი, ძალადობრივი, პოლიტიზებული და უნამუსო კამპანია ლაზარეს წინააღმდეგ, რომელიც გამიზნულად მიმართულია ევროპული არჩევანის წინააღმდეგ. ამიტომ, ჩვენ ყველა, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, მიუხედავად იმისა, რა საზოგადოებრივ ჯგუფს ვეკუთვნით, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოს ღირსებისა და ევროპული არჩევანის ხაზი გადის სწორედ ლაზარეს დაცვაზე. ჩვენ ვდებთ პირობას, რომ გავაკეთებ ყველაფერს, რათა ლაზარე იყოს თავისუფალი და მიიღოს ის პატივისცემა, რომელსაც იმსახურებს.

შევუერთდები აბსოლუტურად ყველა აქციას, რომელიც ლაზარეს დასაცავად იქნება მიმართული. ვიმუშავებთ ძალიან ფართომასშტაბიან, დიდ, მძლავრ აქციაზე მის დასაცავად. უკვე გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, რომლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ღირსების საკითხია ლაზარეს დაცვა და ყველა იმ ადამიანის დაცვა, ვინც 7-9 მარტს იცავდა ქართულ ევროპულ არჩევანს.

ჩვენ გვექნება ყველა იმ ადამიანის სია, დაწყებული ივანიშვილიდან, გაგრძელებული მისი მონა ღარიბაშვილით და დამთავრებული ყველა ბადრაგით, რომელიც დღეს ცდილობს, მისი ღირსება შელახოს. პირობას ვდებ, ყველა აგებს პასუხს. გადაპარსვის ეპიზოდი იქნება თუ მოპყრობის, ყველა აგებს პასუხს. ლაზარე უნდა იყოს გარეთ და როგორც 7-9 მარტს შევძელით გაერთიანება და საქართველოს ღირსების დაცვა, ასე უნდა გავერთიანდეთ ლაზარეს გარშემო“, – განაცხადა ლენა ხოშტარიამ.

Post navigation

Previous: სოსო გოგაშვილს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა
Next: ნაციონალური მოძრაობა” ხალხის ქუჩაში გამოყვანის ახალ ტაქტიკაზე გადავიდა (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.