Skip to content
09/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ დეპუტატების თუ პოლიტიკოსების სახელები და გვარები, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას

მარშალ პრესი 04/04/2023
ნიკოლოზ სამხარაძე

ბატონმა მამუკა ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ შეხვედრაზე იყო, სადაც ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ საქართველომ სტატუსი არ უნდა მიიღოს. ვთხოვთ ბატონ მამუკას და ასევე ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს, გამოვიდნენ და დაასახელონ ის ადამიანები, ვინ ამბობს შეხვედრებზე, რომ საქართველომ სტატუსი არ უნდა მიიღოს – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ დეპუტატების თუ პოლიტიკოსების სახელები და გვარები, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

„ბოლო რამდენიმე კვირაა, ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები ცვლიან საკუთარ ფირფიტას და ამბობენ, რომ საქართველო თურმე იმსახურებს სტატუსს და ამ სტატუსს იმსახურებს იმის მიუხედავად, ვინ იქნება ხელისუფლებაში. თუმცა, არის დარჩენილი კიდევ მეორე ნაწილი, რომელიც რადიკალურ ფრთას მიეკუთვნება, ნაციონალური მოძრაობა და ე.წ. ბოლშევიკური ტროიკა, რომელიც ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში საქართველომ არ უნდა მიიღოს სტატუსი. ამ ე.წ. ვაი პატრიოტების სახელები ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს. ბატონმა მამუკა ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ შეხვედრაზე იყო, სადაც ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ საქართველომ სტატუსი არ უნდა მიიღოს. ვთხოვთ ბატონ მამუკას და ასევე ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს, გამოვიდნენ და დაასახელონ ის ადამიანები, ვინ ამბობს შეხვედრებზე, რომ საქართველომ სტატუსი არ უნდა მიიღოს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ დეპუტატების თუ პოლიტიკოსების სახელები და გვარები, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას“ – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

Continue Reading

Previous: ეკა სეფაშვილი საფრანგეთში, OECD-ის გლობალური საპარლამენტო ქსელის შეხვედრაში მონაწილეობს
Next: ქალებს ეს ქვეყანა ბევრჯერ გადაურჩენიათ, ახლაც ასე გავიმარჯვებთ ერთად – გიგა მაქარაშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025