Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი საფრანგეთში, OECD-ის გლობალური საპარლამენტო ქსელის შეხვედრაში მონაწილეობს

მარშალ პრესი 04/04/2023
ეკა სეფაშვილი

Global Parliamentary Network Meeting, OCDE, April 4th 2023, La Muette, Maud Bernos

4-5 აპრილს, პარიზში ტარდება OECD-ის გლობალური საპარლამენტო ქსელის შეხვედრა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან ერთობლივად. შეხვედრაში მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის წევრი, პოლიტიკური მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი, ბერძენ, რუმინელ, ესპანელ და თურქ კოლეგებთან ერთად.

შეხვედრაზე განიხილება გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები, შრომის ბაზრის განვითარებისა და სოციალური პოლიტიკის ახალი გამოწვევები, მონაწილეები ასევე იმსჯელებენ გარემოს დაცვის საკითხებზე. ყურადღება ეთმობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს. მონაწილეები განიხილავენ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სიტყვის თავისუფლების საკითხებს.

ეკა სეფაშვილმა დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა თავისთავად კარგია, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, რომ ეკონომიკური ზრდა მოხმარდეს ქვეყნის კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

„საქართველოს ეკონომიკური ზრდა გასულ წელს 10%-ზე მეტი იყო, წელს 7%-ია და ჩვენი ბიუჯეტის 1/3 ხმარდება სოციალურ საჭიროებებს, განათლებას, ჯანდაცვას… როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ხაზი გავუსვი, რომ ეკონომიკურ განვითარებაში ასევე მნიშვნელოვანია, რომ დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნდეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა მომხმარებელთა, მუშაკთა უფლებების დაცვა, გამჭვირვალობა და დემოკრატიის სხვა პრინციპები, რომლებიც აისახება ქვეყნების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე“, – აღნიშნავს სეფაშვილი.

შეხვედრაში 31 ქვეყნის 125 წარმომადგენელი მონაწილეობს.

Post navigation

Previous: გლდანში მიკროავტობუსი სილამაზის სალონის შენობას დაეჯახა
Next: საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ დეპუტატების თუ პოლიტიკოსების სახელები და გვარები, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.