Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეკლესიის წინააღმდეგ დიდი ხანია მიმდინარეობს გარკვეული მოძრაობები, რაც ერთი მიზანმიმართული გეგმის ნაწილია

მარშალ პრესი 03/04/2023
ანდრია ჯაღმაიძე

პატრიარქმა ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქს მიმართა წერილით უკრაინაში, საეკლესიო ცხოვრებაში მიმდინარე მდუღარე მდგომარეობასთან დაკავშირებით და მოწოდება და თხოვნა იყო მშვიდობისკენ. მას შესწევს ძალა და ასეთი ნაბიჯი არაერთხელ გადაუდგამს, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ეკლესიის წინააღმდეგ დიდი ხანია მიმდინარეობს გარკვეული მოძრაობები, რომელიც საზოგადოებაში ცალ-ცალკე განიხილება, თუმცა დეკანოზმა აღნიშნა, რომ ეს ერთი მიზანმიმართული გეგმის ნაწილია.

„ხშირად ჩვენ ამას არ ვუღრმავდებით და არ მივდევთ ყოველ კრიტიკას, გამოხმაურებას, ნეგატიურს, ტყუილსა თუ ცილისწამებას. ასე იყო პატრიარქის წერილთან დაკავშირებითაც. პატრიარქმა მსოფლიო პატრიარქს მიმართა წერილით უკრაინაში, საეკლესიო ცხოვრებაში მიმდინარე ამ მდუღარე მდგომარეობასთან დაკავშირებით და მოწოდება და თხოვნა იყო მშვიდობისკენ. მას შესწევს ძალა და ასეთი ნაბიჯი არაერთხელ გადაუდგამს, რომ ვითარება მშვიდობისკენ გადახრილიყო. ამას მოჰყვა საშინელი კრიტიკა. ამაზეც არ ვაპირებდით გამოხმაურებას, რადგან ცხადი იყო, ვინც წაიკითხა განცხადება, რომ ეს იყო სრულიად მოგონილი თემა. თუმცა, ბოლო დღეებში საკითხი მივიდა ფიზიკურ დაპირისპირებამდე“, – განაცხადა მღვდელმსახურმა.

ამასთან, მამა ანდრიას თქმით, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღები ჯგუფები იმყოფებოდნენ საპატრიარქოს სკოლებში და დაფინანსების წყაროს იკვლევდნენ.

„გადამღები ჯგუფის ოპერატორი სკოლის დირექტორს მთელი პედაგოგებისა და მოსწავლეების წინაშე, მამის ტოლა კაცს ეუბნება, რომ თავზე გადაგამტვრევ ამ კამერასო. გადავწყვიტეთ, რომ ამაზე რაღაც რეაგირება ყოფილიყო. ჩვენ სკოლა ვართ, საპატრიარქო და არ მივდივართ იმ გზით, რომ საჩივარი შევიტანოთ, მაგრამ მოსახლეობამ უნდა იცოდეს“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრიამ.

მისივე განმარტებით, მსგავსი შემთხვევა თბილისში, წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში მოხდა. მამა ანდრიას თქმით, ერთ-ერთი სკოლა, სადაც გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა, ასევე სენაკში არსებული საპატრიარქოს სკოლა იყო.

Post navigation

Previous: არ ვიცი, ისროლა თუ არა ლაზარემ მოლოტოვის კოქტეილი, მაგრამ მან უნდა იცოდეს – მართალია იმ შემთხვევაშიც, თუ ისროლა, და მართალია იმ შემთხვევაშიც, თუ არ ისროლა
Next: იმას გაუმარჯოს, რაც 9 წელში გვიკეთებია და მას მერე ვნატრობთ, რაც არ გვიკეთებია და ამ დრომდე ვნანობთ – მეგი გოცირიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.