Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არ ვიცი, ისროლა თუ არა ლაზარემ მოლოტოვის კოქტეილი, მაგრამ მან უნდა იცოდეს – მართალია იმ შემთხვევაშიც, თუ ისროლა, და მართალია იმ შემთხვევაშიც, თუ არ ისროლა

მარშალ პრესი 03/04/2023
ვახო სანაია

ვახო სანაიას პოსტი 21 წლის ლაზარე გრიგორიადისზე, რომელიც პატიმრობაშია.

“იმ ღამით მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი, რადგან ხელისუფლებამ რუსული კანონით ესროლა საქართველოს სახელმწიფოს.

იმ ღამით მე გადავაყირავე პოლიციის მანქანა, რადგან ხელისუფლებამ გადააყირავა ქვეყანა.

იმ ღამით მე დავწვი პოლიციის მანქანა, რადგან ხელისუფლებამ დაწვა კონსტიტუცია.
იმ ღამით ჩემი მოლოტოვის კოქტეილი ივანიშვილის რუსული კანონის წილ იყო და მადლობა თქვით, რომ ასე იაფი დაგიჯდათ ღალატი.

იმ ღამით მე მართალი ვარ ვიყავი, რეჟიმი კი – ტრადიციულად დამნაშავე.
იმ ღამით მე ქართველი პატრიოტი გრიგორიადისი ვიყავი, ხელისუფლება კი – ტრადიციულად რუსული.

სინამდვილეში ლაზარე ჩვენ ვართ – მე ვარ და შენ, ვინც ამ სტატუსს კითხულობ. ჩვენ, ვისაც ახლა ამცირებენ, შეურაცხყოფენ, ჩაგრავენ და ციხეში გამოკეტვის მუქარით გატეხას ცდილობენ. როგორც არ უნდა ეცადოთ უკანონოდ დაკავებული ადამიანის მორევას, იცოდეთ, რომ გარეთ ძალიან ბევრნი ვართ.
თქვენ ქვეყანა რუსებს მიჰყიდოთ და ჩვენ მოლოტოვის კოქტეილზე დაგვიჭიროთ, არ გამოვა ეგრე. ეს გაითვალისწინეთ. ასევე – ნუ გააუფასურებთ მოლოტოვის კოქტეილს ამდენი ლაპარაკით. დამიჯერეთ.

P.S. – არ ვიცი, ისროლა თუ არა ლაზარემ მოლოტოვის კოქტეილი, მაგრამ მან უნდა იცოდეს – მართალია იმ შემთხვევაშიც, თუ ისროლა, და მართალია იმ შემთხვევაშიც, თუ არ ისროლა და სხვა ფორმით ებრძოდა რუსულ კანონს.

იმ ღამით რუსთაველზე იდგა ერთადერთი დამნაშავე – ხელისუფლება, რომელიც ყიდდა ქვეყანას.”– წერს ვახო სანაია.

Post navigation

Previous: გახსოვდეთ მიშას კრახი, ყველას გულით გირჩევთ, თავი შორს დაიჭიროთ, “ქოცები” იქნებიან, თუ “ჯუჯალარები”
Next: ეკლესიის წინააღმდეგ დიდი ხანია მიმდინარეობს გარკვეული მოძრაობები, რაც ერთი მიზანმიმართული გეგმის ნაწილია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.