Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

: ერდოღანის განცხადება- „ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ“ -რით არის გამოწვეული შიშით თუ რეალურ საფრთხიდან გამომდინარე მტკიცე და გონივრული გადაწყვეტილებით?

მარშალ პრესი 30/03/2023
ლევან ნიკოლეიშვილი

როგორ ფიქრობთ, თურქეთის ლიდერის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ეს განცხადება: „ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ, “ რით არის გამოწვეული სილაჩრით, შიშით თუ რეალურ საფრთხიდან გამომდინარე, მისი მტკიცე და გონივრული გადაწყვეტილებით? – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

„ვინც რა უნდა თქვას, მაგრამ რეგიონის გამორჩეულ ლიდერს, თურქეთის პრეზიდენტს ერდოღანს, თავის ქვეყნის ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების დაცვას ნამდვილად ვერ დაუწუნებთ. არ და ვერ მივიღებ ვიღაცების „ბრძნულ“ კრიტიკას თურქეთში მისი მმართველობის ან თუნდაც საგარეო პოლიტიკის შესახებ. ყველას შეგახსენებთ, რომ ეს ქვეყანა და მისი ლიდერი, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სერიოზული მეგობარი, სავაჭრო, ეკონომიკური პარტნიორი და საქართველოს უპირობო მხარდამჭერია ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე.

ახლა კი მთავარი, როგორ ფიქრობთ, თურქეთის ლიდერის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ეს განცხადება: „ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ, “ რით არის გამოწვეული სილაჩრით, შიშით თუ რეალურ საფრთხიდან გამომდინარე, მისი მტკიცე და გონივრული გადაწყვეტილებით? თურქეთის არმიის მოქმედი კომპონენტი 514 000 სამხედრო მოსამსახურესა და 378 000 რეზერვისტს ითვლის, გაწვევა სავალდებულოა, ჩვენ (საქართველოს!) მონაცემებს შეგნებულად არ ვიძახი, ერთს ვიტყვი მხოლოდ ჯარში წასვლაზე ლამის აკანკალებთ საქართველოში, რუსეთთან ომს კი ითხოვენ ოღონდ სხვის შვილების ხარჯზე, ასე რომ… აქვე მინდა ყველას შევახსენო, თუკი NATO-ს წევრი და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი არმიის მქონე ქვეყანა, ცდილობს ომში არ ჩაერთოს, საქართველოს იგივე ნაბიჯს, რატომ აღიქვამენ ასე აგრესიულად და უარყოფითად? იცით ამას რა ჰქვია? ამჯერად, თავს შევიკავებ და არ ვიტყვი, თუნდაც იმიტომ დარწმუნებული ვარ უჩემოდაც ბევრი სიტყვა გაგახსენდებათ…“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Post navigation

Previous: ლომჯარიას და მისნაირ ფსევდო-ლიბერალებს მინდა მივმართო, ახლა რაღას იტყვიან ? – ნინო ფოჩხუა
Next: ნაცლიბერალო ფაშისტებო, პრეზიდენტი ერდოღანი ტყუის? – გია აბაშიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.