
თურმე ერდოღანსაც ეჩვენება, როგორც ჩვენ, რომ გარკვეული დასავლური ძალები მისი ქვეყნის რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩათრევას ცდილობს, – ასე ეხმაურება ნინო ფოჩხუა, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას სოციალურ ქსელში.
„თურმე ერდოღანსაც ეჩვენება, როგორც ჩვენ, რომ გარკვეული დასავლური ძალები მისი ქვეყნის რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩათრევას ცდილობს. ლომჯარიას და მისნაირ ფსევდო-ლიბერალებს მინდა მივმართო, ახლა რაღას იტყვიან ჩვენც გვეჩვენება, თურქეთსაც ეჩვენება, ისრაელსაც და ა.შ?
ყველა სუვერენული ქვეყანა ჯერ იცავს თავის ინტერესებს და მერე სხვისას, გინდ თავის სტრატეგიული პარტნიორი იყოს, კარგად დაიმახსოვროს ჩვენმა მეხუთე კოლონამ, ასე იქნება აქაც და ამის გარანტი დღევანდელი ხელისუფლება იქნება.“ – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.