მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსი”-ს დამფუძნებელი,მალხაზ გულაშვილი, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, მის მიმართ განხორციელებულ დევნას და ორთაჭალის ციხეში გატარებულ პერიოდს იხსენებს.
,,ყველანაირად გვავიწროებენ, მაგრამ დათრგუნვილად არა ვგრძნობთ თავს; გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაონც ვპოულობთ გამოსავალს. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიუსაფარნი, გვამხობენ, მაგრამ ბოლოს ვერ გვიღებენ” (2 კორინთ. 4. 8-9).
აი, ზუსტად ეს გზა გავიარეთ მე და ჩემმა ოჯახმა საკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დროს.
სურათზე ვტოვებ ორთაჭალის ზონას – თავისუფლება
მანამდე კი; მუქარები სიტყვიერი, იარაღით მუქარები, დაჭერის ბევრი მცდელობა, გატაცება შვილის, პროვოკაციები, დანომრილი აგენტების მოჩენა, უმძიმესი პროვოკაცია ტვ კავკასიაში, საქართველოს დატოვება ახალგორში გადასვლა ფეხით შვილთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ჩემზე და ჩემს მცირეწლოვან ვაჟზე, იძულებითი ყოფნა რუსეთში ერთი წელი, 6 თვე აზერბაიჯანში, წითელ ხიდზე ჩაბარება რათა დაიწყოს ჯოჯოხეთის დასასრული, ციხე ერთი წელი და 3 დღე, დიდი გაჭირვება მატერიალური ,ფინანსური, ოჯახზე მუდმივი ფსიქოლოგიური ტერორი! რომლის შედეგები დღემდე მძლავრ კვალს ტოვებს.
გათავისუფლება, ჰოლდინგის აღდგენა ინგლისური გაზეთის გამოშვება, რადიოს ყიდვა , ტელევიზია, სადოქტოროს დაცვა!
თუმცა ცხოვრება გრძელდება, ვისაც ჩემზე მეტი ჯოჯოხეთი გაგივლიათ ამ ფაშისტების დროს, ვინც შვილთან ერთად მჯდარხართ ციხეში, ვინც საკუთარი ფეხით იძულებული გარემოებების გამო მისულხართ ციხეში, ყოფილხართ დევნაში, გეპატიჟებით ჯერ გადაცემაში, შემდგომ სუფრაზე.
მადლობა უფალო ყველაფრისთვის და იმისთვისაც, რაც მელოდება“ – წერს გულაშვილი სოციალურ ქსელში.
საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის „დემოკრატიის მამები“ საქართველოსთან მიმართებაში, ყველა სტანდარტს ცინიკური ფორმით...