Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კონფერენციები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პარტიის ეფექტიან საქმიანობას

მარშალ პრესი 30/03/2023
თორნიკე რიჟვაძე

აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში არჩეულ იქნა პარტიის ხელმძღვანელი პირები, დაკომპლექტდა ბიუროები, დარწმუნებული ვარ პარტიის საქმიანობა კიდევ უფრო გაძლიერდება – განაცხადა „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

მისი თქმით, კონფერენციები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პარტიის ეფექტიან საქმიანობას. ,,დღეს ვასრულებთ პარტიის საოლქო კონფერენციებს, შესაბამისად აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში არჩეულ იქნა როგორც პარტიის ხელმძღვანელი პირები, ასევე დაკომპლექტდა ბიუროები.

დარწმუნებული ვარ, პარტიის საქმიანობა კიდევ უფრო გაძლიერდება, კიდევ უფრო მეტად შეგვეძლება დასახული მიზნების ეფექტურად განხორციელება“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. კონფერენციები გაიმართა ბათუმში, ხულოში, შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში. პარტიული კონფერენციის ფარგლებში ორგანიზაციის რაიონულ თავმჯდომარეებად მუნიციპალიტეტების მერები აირჩიეს.

Post navigation

Previous: ახმეტის მუნიციპალიტეტში სრულდება ციხე-ქალაქ კვეტერას მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა
Next: ბოლშევიკური „ტროიკა“, ანუ ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ერთობა არის აგენტების ერთობლიობა – ირაკლი კობახიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.