Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნორვეგიული ჯილდო მიშას ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლებისთვის გაიცა, რომელიც სტრასბურგისთვის წითელი ხაზია, საქართველოს მოსახლეობისთვის კი – შეურაცხყოფა

მარშალ პრესი 27/03/2023
ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემას ეხმაურება.

„ნორვეგიული ჯილდო მიშას ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლებისთვის გაიცა, რომელიც სტრასბურგისთვის წითელი ხაზია, საქართველოს მოსახლეობისთვის კი – შეურაცხყოფა. როგორც ჩანს, ომმა ყველა წესი დაარღვია და „მიღებულიც და მიუღებელიც ჩაირთო“ ომის სასურველი შედეგით დასასრულებლად.

ამერიკულს თავად ამერიკელებმა უწოდეს რუსული; განათლებასთან ყველაზე ახლოს მდგომ საზოგადოებას ურჩიეს, არ წაეკითხათ და ისე ეჩხუბათ საკუთარ ხელისუფლებასთან; სტრასბურგის სასამართლოს მიერ, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის მიჩნეულ დამნაშავეს, ადამიანის უფლებების დაცვისთვის ჯილდო გადასცეს; დააჯილდოვეს ყოფილი სახალხო დამცველი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ცხელი ბომბების ცვენას ნატრობდა და მოქმედ სახალხო დამცველის წინააღმდეგ ფიზიკურ თავდასხმაზე არც კი შეშფოთდნენ.

საით მიდის მსოფლიო? სად ქრება ჩვენთვის მიმზიდველი ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები და სად წყდება საქართველოს ბედი?

ასეთ რთულ ვითარებაში ყველაზე კარგი გზამკვლევი არის ის, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს, თვალდახუჭული სიარული კი, საიდანაც არ უნდა გვეძახდნენ – სახიფათოა“, – აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.

Post navigation

Previous: წამების პრევენციის საბჭო მწამებელი სააკაშვილის ბედით დაინტერესდა – თამარ ჩიბურდანიძე
Next: ვიღაცები ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე “ღადაობენ” და ამ დროს ქართული ჯარის ნაძარცვი ფულით იკვებებიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.