Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

წამების პრევენციის საბჭო მწამებელი სააკაშვილის ბედით დაინტერესდა – თამარ ჩიბურდანიძე

მარშალ პრესი 27/03/2023
თამარ ჩიბურდანიძე

დიდი ინტერესით ველით წამების პრევენციის საბჭოს დასკვნას. ასევე, ველით შეფასებებს დღევანდელი და მაშინდელი ციხის მდგომარეობის, პატიმართა უფლებების დაცვის შესახებ. განსხვავება სასიკეთოდ იმდენად თვალშისაცემია, რომ გაუჭირდებათ ამის დამალვა, – აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

როგორც ის აღნიშნავს, საბჭოსგან ერთადერთი ობიექტური დასკვნა შეიძლება არსებობდეს – მწამებლები არ შეიძლება იყვნენ ლუქს პალატაში და მათი ადგილი ციხეშია, თუმცა, ჩიბურდანიძე ეჭვობს, რომ წამების პრევენციის საბჭო საქართველოში მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიგზავნა.

„რამდენჯერ ინატრა ქართველმა ხალხმა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ამ საბჭოს საქართველოში ჩამოსვლა.

რამდენმა მისწერა მაშინ წერილი ევროსაბჭოს, რომ შეესწავლათ სააკაშვილის რეჟიმის მიერ ნაწამები ადამიანების, განსაკუთრებით კი პატიმრების ბედი. მაგრამ, ამაოდ. დღეს კი ევროპის წამების პრევენციის საბჭო საქართველოში მწამებელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესასწავლად ჩამოვიდა. დიდი ინტერესით ველით მათ დასკვნას.

ასევე, ველით შეფასებებს დღევანდელი და მაშინდელი ციხის მდგომარეობის, პატიმართა უფლებების დაცვის შესახებ. განსხვავება სასიკეთოდ იმდენად თვალშისაცემია, რომ გაუჭირდებათ ამის დამალვა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესწავლას, წამების პრევენციის საბჭო მხოლოდ ერთ დასკვნას თუ დადებს – მწამებლები არ შეიძლება იყვნენ ლუქს პალატაში, მათი ადგილი მხოლოდ ციხეშია.

ვეჭვობ, წამების პრევენციის საბჭო მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის არის გამოგზავნილი საქართველოში, რათა კიდევ ერთი განცხადება გააკეთონ სააკაშვილის ეგრეთწოდებული „წამებისა და არაადამიანური“ მოპყრობის შესახებ. მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ეყოფათ გამბედაობა და კიდევ ერთ შეურაცხყოფას არ მოგვაყენებენ ქართველ ხალხს“, – აღნიშნავს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: ეს არის უფრო ლევან რამიშვილის კლუბი – თეა წულუკიანი “ფრანკლინის კლუბზე”
Next: ნორვეგიული ჯილდო მიშას ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლებისთვის გაიცა, რომელიც სტრასბურგისთვის წითელი ხაზია, საქართველოს მოსახლეობისთვის კი – შეურაცხყოფა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.