Skip to content
10/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს კონფლიქტი არც რელიგიურ ნიადაგზე დაწყებულა და არც პასუხი იყო რელიგიური ნიშნით – დიმიტრი ხუნდაძე ტარიელ ნაკაიძეზე

მარშალ პრესი 27/03/2023
დიმიტრი ხუნდაძე

ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტში მომხდარ კონფლიქტზე და ამ ნიადაგზე ტარიელ ნაკაიძის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე კომენტარს აკეთებს.

„პარლამენტში, იმ დღეს მომხდარი კონფლიქტი არც რელიგიურ ნიადაგზე დაწყებულა და არც მის მიმართ პასუხი იყო რელიგიური ნიშნით. ეს იყო მხოლოდ პოლიტიკოსებს შორის კონფლიქტი, რომელიც ტარიელ ნაკაიძის მხრიდან დეპუტატების პიროვნულ შეურაცხყოფას ეხებოდა. ნაკაიძეს და მის თანამოაზრეებს კი სურთ ეს ფაქტი ჩვენს მუსლიმ მოსახლეობასთან რელიგიურ კონფლიქტად აქციონ და ამით პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ. ეს არის სახელმწიფოებრივად საშიში და მიუღებელი. მისი ქმედება არის ტყუილზე დაფუძნებული და ამას ხვდება ჩვენი მოსახლეობა. პოლიტიკური მიზნით რელიგიური შუღლის გაღვივების უფლებას საქართველოში არავის მივცემთ. ამის უფლებას არავის მისცემს თავად მუსლიმი თემი. ჩვენს ქვეყანაში ტოლერანტობა ყველა კონფესიის ადამიანის მონაპოვარია და ამის განადგურებას თავად ხალხი არ დაუშვებს.

ამიტომ, ფუჭია და უშედეგო ტარიელ ნაკაიძის მცდელობა ქვეყნის შიგნით რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების. ერთადერთი, რაც შეიძლება მისმა ქმედებამ გამოიწვიოს, არის საკუთრივ მისი სახელის შებღალვა. ჭკვიანი კაცი კი ამას არ დაუშვებს“, – აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.

Post navigation

Previous: 2012 წელს 450 მილიონი ლარიდან, წელს უკვე 1 მილიარდ 450 მილიონ ლარამდე გაიზარდა, თითქმის მილიარდ ნახევარი გახდა ჯანდაცვის სექტორისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პროგრესია
Next: დიდუბეში, სამტრედიის ქუჩის N51-ში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.