IMG.GE IMG.GE

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კოვიდ 19-სგან დაღუპულთა რაოდენობამ 470 703-ს მიაღწია, ვირუსისგან კი დღემდე 4 838 359 ადამიანი განიკურნა.

დაინფიცირებულებისა და დაღუპულების რაოდენობით აშშ და ბრაზილია ლიდერობენ. აშშ-ში კორონავირუსის 2 356 657 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 122 247 ადამიანი. დაინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა ბრაზალიაში, სადაც კოვიდ 19-ს 50 659 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ განაცხადა, რომ მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 183 000 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 60%-ზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში დაფიქსირდა.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება