Skip to content
30/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 16/04/2022
ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

„ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ გაავრცელა მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, თითქოს ბათუმის ნავსადგურში არსებული „ტერმინალი 1“ ემსახურება რუსული სანქცირებულ გემებს და ეხმარება მათ სანქციებისგან თავის დაღწევაში.

ევროკავშირის სანქციების მე-5 პაკეტი, რომელიც მოიცავს რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემებისთვის ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვას, ითვალისწინებს გამონაკლისებს ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტების, ასევე ჰუმანიტარული დახმარების მიმართ.

შესაბამისად, ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები დღემდე არსებობს.

2022 წლის 07 აპრილს ბათუმის ნავსადგურში არსებული შპს „ტერმინალ 1“-ის ნავმისადგომზე შემოსულმა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, სახელწოდებით: Loyalty, შემოიტანა დიზელის საწვავი და 12 აპრილს დატოვა ნავსადგური.

შესაბამისად, „ტერმინალი 1“-ის მიერ გაწეული მომსახურება არ წარმოადგენს სანქციების დარღვევას, ან სანქციებისთვის გვერდის ავლის ხელშეწყობას.

ამასთან, ისიც აღსანიშნია, რომ გემი შემოვიდა ტერმინალში 2022 წლის 7 აპრილს, როცა ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი არ იყო დამტკიცებული.

ზემოთქმული ნათლად აჩვენებს, რომ აღნიშნული მედიის მხრიდან ადგილი ჰქონდა მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ტელეკომპანია, სამწუხაროდ, აგრძელებს მავნებლურ და უპასუხისმგებლო, გადაუმოწმებელ და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საშიშ ქმედებებს. ტელეკომპანია წარმართავს საქართველოს საწინააღმდეგო კამპანიას ისეთი უპასუხისმგებლო განცხადებებით, რომლებიც უპირისპირდება არა აღმასრულებელი ხელისუფლების ვერტიკალის, არამედ ჩვენი საერთო სახელმწიფოს უსაფრთხოებას“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

Continue Reading

Previous: ნიკოლოზ სამხარაძე – უკრაინული მხარე დარწმუნდა, რომ საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის უარყოფით არანაირ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია და არც მომავალში ექნება
Next: სანდრო რაქვიაშვილი – ძალიან არასერიოზული იყო ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბოლოოდ გააკეთა და ვერ გავიგე, უკრაინაში წასულ დელეგაციაში მარგველაშვილი რას აკეთებდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025