Skip to content
26/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ტიპი არის 21-ე საუკუნის „აღა გეორქა“. – ზურაბ ქადაგიძე

მარშალ პრესი 27/03/2023
ზურაბ ქადაგიძე

,,ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მამუკა ხაზარაძემ სამ დევნილს ბინა აჩუქა.

,,ორი დღეა, მამუკა ხაზარაძე მოგვევლინა „ქველმოქმედად“. სამ დევნილს ბინა აჩუქაო, გაჰკივიან პარტ-მედიები თუ სააგენტოები…

არადა, გახსენდება ადამიანს, ხაზარაძის ბანკის მიერ, წლების განმავლობაში სახლებიდან გამოყრილი, ღია ცის ქვეშ დატოვებული, დაწიოკებული ოჯახები…
უცებ გაგიელვებს თავში, ნეტავ შეინანა და ადამიანურ საქმიანობას მიჰყო ხელი, როგორი მეტამორფოზაა?

თუმცა… ჰოი საოცრებავ, ხაზარაძის დაფუძნებულმა ორგანიზაციამ, აუქციონში მიიღო მონაწილეობა და დათქმული წესის მიხედვით, დაევალათ კონკრეტული დევნილი ოჯახების ბინებით უზრუნველყოფა…

ჰოდა, ამ ჩარჩმაც, ვალდებულებით გასაცემი ბინები, ქველმოქმედებად შემოგვასაღა. ზუსტად ისე, როგორც ანაკლიაში შემოჰყავდა ბრიტანელი ინვესტორები და ბოლოს ყაზახურ-რუსული კომპანიები აღმოჩნდნენ.

ტიპი არის 21-ე საუკუნის „აღა გეორქა“… ჩარჩი, რომელიც ყველაფერში საკუთარ მერკანტილურ ინტერესებს იკმაყოფილებს. ბიზნესვალდებულებებს ქველმოქმედებად გვასაღებს…

„ლელო“ კი არ უნდა ერქვას „აღა გეორქას“ პარტიას, შპს „ქარვასლა“ მოუხდება , უფრო ავთენტური იქნება”, – წერს ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ,,ლანჩხუთის გურია” სეზონს განახლებული შემადგენლობითა და ახალი მთავარი მწვრთნელით იწყებს
Next: რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე – ირაკლი ღარიბაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.