Skip to content
26/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

,,ლანჩხუთის გურია” სეზონს განახლებული შემადგენლობითა და ახალი მთავარი მწვრთნელით იწყებს

მარშალ პრესი 27/03/2023
336794790_237558082173142_5287469787789626182_n

საფეხბურთო კლუბი ,, ლანჩხუთის გურია“ სეზონს განახლებული შემადგენლობით და ახალი მთავარი მწვრთნელით იწყებს. გრიგოლეთის საწვრთნელ ბაზაზე გუნდის წევრებს მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ.

,,ლეგენდარული საფეხბურთო კლუბი ,,ლანჩხუთის გურია“ არა მარტო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთელი გურიის რეგიონისთვის წარმოადგენს ერთგვარ სავიზიტო ბარათს. მისი განვითარება და სამომავლო წარმატება ერთ-ერთი პრიორიტეტია რეგიონისთვის.

2022 წელს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით გამოცხადდა პირობიანი აუქციონი, სადაც გამოვლინდა გამარჯვებული და დღეს უკვე გუნდს ჰყავს ახალი მფლობელი, რომელმაც აიღო ვალდებულება, რომ განახორციელებს სოლიდურ ინვესტიციას და მუნიციპალიტეტთან ერთად იზრუნებს გუნდის სამომავლო განვითარებაზე.

მჯერა, რომ ,,ლანჩხუთის გურია“ თავის სიტყვას კვლავ იტყვის ფეხბურთის ისტორიაში და დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს, რაშიც რა თქმა უნდა, ჩართული იქნება ადგილობრივი ხელისუფლება,“– აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

Post navigation

Previous: ალბათ მეხსიერების პრობლემებმა გადაავიწყეს წინასაარჩევნო ბანერებზე, მისი სახელისა და გვარის თავზე გამოსახული ბიძინა ივანიშვილის სახე – ნანა კაკაბაძე სალომე ზურაბიშვილზე
Next: ტიპი არის 21-ე საუკუნის „აღა გეორქა“. – ზურაბ ქადაგიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.