Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

წყლის ჭავლთან მოცეკვავე გოგონას ოჯახი გიორგი კეკელიძის დანიშნულ სტიპენდიაზე უარს ამბობს

მარშალ პრესი 25/03/2023
untitled

ვერ რეაბილიტირდებით სექსუალური მოძალადეები მსგავსი მცდელობებით ამ ქვეყანაში და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ, რომ პატარა გოგოებმა სამომავლოდ იფიქრონ, რომ მათ პროტესტსა და მოძალადეების მხილებას აზრი არ აქვს, – ამის შესახებ წყლის ჭავლთან მოცეკვავე გოგონას და, სოფია კენჭიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სოფია კენჭიაშვილი გურული დღიურების ფონდის მიერ მარო მაყაშვილის სახელობის სტიპენდიის დაფუძნებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც პირველ სტიპენდიას სწორედ მისი და, სალომე კენჭიაშვილი მიიღებს.

კენჭიაშვილი გიორგი კეკელიძეს ძალადობაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ სტიპენდიაზე უარს ამბობენ.

„მოკლედ და კონკრეტულად: გიორგი კეკელიძის მიერ დანიშნულ სტიპენდიას „ვაქენსელებთ“. დარწმუნებული ვარ, მარო მაყაშვილი ცოცხალი რომ იყოს დღეს და ახლა, გამო*ლევდებოდა, რომ გაეგო, თუ ვის მიერ დაინიშნა მსგავსი სახელობის სტიპენდია.

ვერ რეაბილიტირდებით სექსუალური მოძალადეები მსგავსი მცდელობებით ამ ქვეყანაში და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ, რომ პატარა გოგოებმა სამომავლოდ იფიქრონ, რომ მათ პროტესტსა და მოძალადეების მხილებას აზრი არ აქვს. არავითარ შემთხვევაში დავუშვებთ, რომ ვინმემ იფიქროს, რომ რადგანაც საზოგადოების დიდი ნაწილის კეთილგანწყობა აქვს მოძალადეს, ამიტომ მას ამით ბოროტად სარგებლობა შეუძლია და ბრძოლას აზრი არ აქვს.

არავითარ შემთხვევაში დავუშვებთ მოძალადეების რეაბილიტაციას საზოგადოებაში, ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას. არავითარ შემთხვევაში მართლდება მოძალადის საქციელი. ნებისმიერი ტიპის ძალადობის მერე „მაგრამ“ არ იწერება.

პირადად მე მივმართავ გიორგი კეკელიძეს, მისგან განსხვავებით პირადში არ ვიწერები ბოდიშებს. ვერცერთი შენი მანიპულაცია ვერ დაგეხმარება მოძალადის სახელის ჩამორეცხვაში, ვერც სუიციდის მცდელობა მათ შორის.

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო და სალომე აუარებს ამ სტიპენდიას, თუ ძალიან უნდა ეროვნულ ბიბლიოთეკას (და არა გიორგი კეკელიძეს), შეუძლია სალომესთვის გამოყოფილი თანხა ჩაურიცხოს მას, ვისაც ეს მართლა სჭირდება.

პ.ს. გიორგი ხერგიანსაც შეუძლია ტრა*ის დაყენება. just saying“- წერს სოფია კენჭიაშვილი.

Continue Reading

Previous: ძალიან ვწუხვარ, რომ 2018-ში ზურაბიშვილის აქტიური მხარდამჭერი ვიყავი – გია აბაშიძე
Next: ბატონმა მამუკა ხაზარაძემ არ იცის, რომ ადრე მოუწია ჩასაძირად განწირული გემიდან გადახტომა – ზურაბ ქადაგიძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025