Skip to content
26/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ანტიქართული “ტროიკა” ბრიუსელში, ვისთანაც ხელი მიუწვდება, გულამოსკვნით ეუბნება, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს

მარშალ პრესი 24/03/2023
გრეტა წიწავა

არაფერი არს დაფარული – მავნებელი რადიკალური ოპოზიცია შინ და გარეთ ცდილობს ქვეყნის იმიჯის დაზიანებას, ანტიქართული “ტროიკა” ბრიუსელში, ვისთანაც ხელი მიუწვდება, გულამოსკვნით ეუბნება – საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუს, არ მიანიჭოთ!.. – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერასდროს გაიმარჯვებს ქართველი ხალხის სურვილზე, ღირსეულად შეუერთდეს ევროკავშირს.
გრეტა წიწავა ასევე ყურადღებას ამახვილებს „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, “ვიღაცების პოზიციაა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა იქნას მიღებული კანდიდატობა”. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მოუწოდებს ხაზარაძეს, დაასახელოს თუ ვინ იზიარებს აღნიშნულ პოზიციას.

„არაფერი არს დაფარული-მავნებელი რადიკალური ოპოზიცია შინ და გარეთ ცდილობს ქვეყნის იმიჯის დაზიანებას, ანტიქართული “ტროიკა” ბრიუსელში, ვისთანაც ხელი მიუწვდება, გულამოსკვნით ეუბნება – საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუს, არ მიანიჭოთ!.. რადიკალური ოპოზიციის მავნებლური პოლიტიკა, რომელიც ერთი დიდი ქოლგის ქვეშ არის გაერთიანებული “ღალატის და ომის პარტიის სახით”, არასოდეს გაიმარჯვებს ქართველი ხალხის შემართებაზე წავიდეს წინ და ღირსეულად შევიდეს დიდ ევროპულ ოჯახში ჩვენი ტრადიციით და ფასეულობებით!

მამუკა ხაზარაძე – ვიღაცების პოზიციაა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა იყოს მიღებული კანდიდატის სტატუსი. (გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა)

ბატონო მამუკა, ვისი ვიღაცების? უნდა თქვათ , თუ არ იტყვით თქვენც ხართ თანაზიარი მაგ “ვიღაცების” სულისკვეთების!“ – წერს გრეტა წიწავა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი ანალენა ბერბოკს შეხვდა
Next: ინგლისურის არცოდნის გამო, ლევან ხაბეიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ვერ მოხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.