Skip to content
26/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ანალენა ბერბოკს შეხვდა

მარშალ პრესი 24/03/2023
337028275_963886241657864_1352742705911349339_n

საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების დინამიკა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის ანალენა ბერბოკის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის ანალენა ბერბოკს მადლობა გადაუხადა და ევროინტეგრაციის პროცესში დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს.

პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში გერმანიამ არაერთხელ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი და აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, და კვლავაც გააგრძელებს კონსტრუქციული როლის შესრულებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ანალენა ბერბოკმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.

Post navigation

Previous: დღეს ეროვნული ინტერესი არის მშვიდობა, განვითარება, ჩვენი ოსი და აფხაზი დებისა და ძმებისთვის თქმა, რომ ჩვენ ამ საერთო ომს მშვიდობით მოვიგებთ
Next: ანტიქართული “ტროიკა” ბრიუსელში, ვისთანაც ხელი მიუწვდება, გულამოსკვნით ეუბნება, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.