Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • მედია

9 წლიანი სასამართლო დავის შემდეგ მაუწყებლები კომისიაში ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ ინფორმაციას წარმოადგენენ

მარშალ პრესი 22/03/2023
კახა ბექაური3

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა, კომისიის 2021 წლის ანგარიშის პარლამენტში წარდგენისას, მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, მაუწყებლებთან 9 წლიანი სასამართლო დავა დასრულდა და 2022 წლის იანვრიდან, მაუწყებლები ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონით განსაზღვრულ ფორმებს ავსებენ. ბექაურის თქმით, უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მენეჯმენტის სარჩელი, რომელიც კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა.

ComCom-ის თავმჯდომარემ განმარტა, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება მაუწყებელთა ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ სრულ შესაბამისობაშია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან და აღნიშნა, რომ 2013 წელს მიღებული კანონის მთავარი მიზანია, საზოგადოებას არაწინასაარჩევნო პერიოდშიც ჰქონდეს ინფორმაცია მედიის დაფინანსების წყაროების შესახებ, კერძოდ კი იმაზე, თუ რამდენად ახდენს სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენას კომერციული დაფინანსების წყარო.

კახა ბექაურმა აღნიშნა ისიც, რომ მაუწყებლების დიდი ნაწილი, წლების განმავლობაში არ ასრულებდა მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოთხოვნას და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში ჰქონდათ გასაჩივრებული, თუმცა, არც ერთი ინსტანციის სასამართლომ მაუწყებლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

Continue Reading

Previous: კომუნიკაციების კომისიის ამოცანა მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის დანერგვა და მედიის უხამსობის შემცველი გადაცემებისგან დაცლაა“
Next: 2021 წელს ქვეყანაში 115 ტელევიზია და 55 რადიო მაუწყებლობდა – კახა ბექაური

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025