Skip to content
14/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • მედია

კომუნიკაციების კომისიის ამოცანა მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის დანერგვა და მედიის უხამსობის შემცველი გადაცემებისგან დაცლაა“

მარშალ პრესი 22/03/2023
კახა ბექაური2

კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა,  მედიის ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემებისა და გამონათქვამების პრობლემა განიხილა,  რომელიც ლახავს ადამიანის ძირითად უფლებებს, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არ აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება. კახა ბექაურის განცხადებით – „კომუნიკაციების კომისიის ამოცანა მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის დანერგვა და მედიის უხამსობის შემცველი გადაცემებისგან დაცლაა.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2009 წლის გადაწყვეტილებით, მაუწყებლების მიერ უხამსობის გავრცელებაზე რეაგირება ამოიღო მაუწყებლის თვითრეგულირებიდან და  ეს საკითხი რეგულირებაში გადაიტანა.

კახა ბექაურის თქმით,  მედიამონიტორინგის შედეგად, მაუწყებლებში უხამსობის პრობლემა გამოიკვეთა, რის შემდეგაც, კომუნიკაციების კომისიამ ტელევიზიებს არაერთხელ მოუწოდა, დაეცვათ კანონმდებლობის მოთხოვნები და ეთერში არ განეთავსებინათ ადამიანის ძირითადი უფლებების შემლახავი მასალები. მან ასევე აღნიშნა, რომ მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის ჩამოყალიბების მიზნით, კომუნიკაციების კომისიას არ გამოუყენებია ჯარიმა და მხოლოდ დარღვევების დაფიქსირებით შემოიფარგლებოდა, რათა მედიისთვის ნათელი ყოფილიყო, თუ რა მიიჩნეოდა დარღვევად. მაგალითისთვის კი, ბექაურმა  2021 წელს  „ალტ-ინფოსა“ და „მთავარი არხის“ ეთერში განთავსებული უხამსობის შემცველი კადრები მოიყვანა, რის შემდეგაც, კომუნიკაციების კომისიამ ორივე მაუწყებელი სამართალდამრღვევად ცნო და პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.

2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, კახა ბექაურმა არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი გადაცემებისა და ვიდეო კადრების გავრცელებაზეც ისაუბრა, რომელიც მაუწყებლების ეთერში განთავსებულ წამებისა და გაუპატიურების კადრებს, ძალადობის, სიშიშვლის, მკვლელობის, სექსუალური სცენებისა და შეუფერებელი ლექსიკის გამოყენებას ეხებოდა და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა დღემდე აქტუალურია.

Continue Reading

Previous: მედიის მთავარ გამოწვევად ყალბი ინფორმაციის გავრცელება, მანიპულაცია და პოლიტიკური მიკერძოება კვლავ რჩება – კახა ბექაური
Next: 9 წლიანი სასამართლო დავის შემდეგ მაუწყებლები კომისიაში ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ ინფორმაციას წარმოადგენენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025