Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 22/03/2023
336419526_737646097870722_538454123138126926_n

ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს:

“გვსურს გამოვეხმაუროთ „ფლანგვის დეტექტორის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, სადაც წერენ, თითქოს „ოზურგეთში საყვავილეების მოწყობა ბიუჯეტს 2.15 მლნ ლარი დაუჯდა“ – აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს! სინამდვილეში, სამუშაოების შესყიდვა კანონმდებლობით დადგენილი წესების სრული დაცვით ჩატარდა და აღნიშნული თანხა (2 151 053 ლარი) ოზურგეთის ცენტრალური მოედნის, მიმდებარე ჭადრების პარკისა და იოანე პეტრიწის ქუჩაზე მდებარე სკვერის – ანუ სამი ლოკაციის რეაბილიტაციაზე და ინფრასტრუქტურულ განახლებაზე იხარჯება.

ამჟამად, ოზურგეთში დასრულების ეტაპზეა ქალაქის ცენტრალური მოედნის და პარკების მშენებლობის სამუშაოები; პროექტის ფარგლებში მოხდა ინფრასტრუქტურის განახლება, გაკეთდა გარე განათებები, დამატებითი გამწვანება, მოეწყო დეკორაციები, დაიდგა სანაყინე ჯიხურები, ახალი ნაგვის ურნები და სკამები”,- აღნიშნულია განცხადებაში.

Post navigation

Previous: მინდა გამოვეხმაურო „ტვ პირველის“ და მელაძის უმსგავსო ქმედებას ჩემი ოჯახის წევრების მიმართ – ირაკლი ზარქუა
Next: ლევან ხაბეიშვილი აზერბაიჯანულად ამეტყველდა (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.