Skip to content
29/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მათი მიზანია როგორმე საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რომ თუ უარს გვეტყვიან ამით ხალხის აღშფოთება გამოიწვიონ და რაც ვერ შეძლეს მარტის დღეებში, ის შეძლონ შემოდგომაზე

მარშალ პრესი 20/03/2023
სუბარი

როდესაც ვაშაძის, ჯაფარიძისა და ხოშტარიას ბოლშევიკური „ტროიკა“ ბრიუსელის დერეფნებში დადის და პრაქტიკულად ყველა კარზე აკაკუნებს, რომ როგორმე, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ თუ უარს გვეტყვიან ამ შემთხვევაში ხალხის აღშფოთება გამოიწვიონ და რაც ვერ შეძლეს მარტის დღეებში, ის შეძლონ შემოდგომაზე, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი იოანე შაიშმელაშვილთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი მებრძოლების ის ნაწილი, რომლებიც პოლიტიკურად ბოლომდე აფილირებულები არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და უკრაინიდან პერიოდულად იმუქრებიან საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებით, მათი თბილისში ჩამოსვლაც არ იყო შემთხვევითი ამბავი და ეს ყველაფერი მიდის ომის პარტიის მიზნებთან, რომ როგორმე საქართველო ჩაითრიონ ომში.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი ღირსება, ჩვენი კულტურა და ყოველთვის უნდა დავიცვათ ეს ღირსება. გამორიცხულია, რომ დავთმოთ იმიტომ, რომ ღირსების დათმობა სახელმწიფოებრიობის დათმობასაც ნიშნავს და ტყუილად არ ვამბობთ, რომ ევროკავშირში ჩვენ ჩვენი ღირსებით უნდა შევიდეთ და არა ასკინკილით და ცალ ფეხზე დგომით, როცა გეტყვიან რომ – თუ გინდა, ევროპაში მიგიღოთ, დადექი ახლა კუთხეში ცალ ფეხზე და ერთი კვირა იდექი. ბოდიში, ეგრე არ გამოვა და ვერ იქნება იმიტომ, რომ თუ ვინმე ამას გთხოვს ე.ი. ის არ არის ის, საითაც უნდა ისწრაფოდე, ის არის ის ევროპა, რომელიც ჩვენ გვგონია. ევროპა სხვა რამეა და ზუსტად იმ ევროპაში გვინდა ჩვენ. შემთხვევითი არ არის ის ამბავიც, რომ ქართველი მებრძოლების ის ნაწილი, რომლებიც პოლიტიკურად ბოლომდე აფილირებულები არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან აგრესორის წინააღმდეგ და პერიოდულად იმუქრებიან საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებით, მათი უმრავლესობა ჩამოსული იყო თბილისში ამ დღეების განმავლობაში. ესეც არ იყო შემთხვევითი ამბავი, ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული და საბოლოოდ მიდის ომის პარტიის მიზნებთან, რომ როგორმე საქართველო ჩაითრიონ ომში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: ამათთვის შეიძლება „იუნესკოს“ მისწერონ დამსმენი წერილი ელისო ბოლქვაძის წინააღმდეგ და მათ თუ სიტყვა შეჰკადრა ვინმემ, უკვე ბულინგია?
Next: “ტროიკა“ ხოშტარია-ჯაფარიძე-ვაშაძე დადიან იმისთვის, რომ ქვეყანას სახელი გაუფუჭონ და არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.