Skip to content
29/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამათთვის შეიძლება „იუნესკოს“ მისწერონ დამსმენი წერილი ელისო ბოლქვაძის წინააღმდეგ და მათ თუ სიტყვა შეჰკადრა ვინმემ, უკვე ბულინგია?

მარშალ პრესი 20/03/2023
ბიძინა-გიორგობიანი-640x378

რა საინტერესოა, ამათთვის შეიძლება იუნესკოს მიწერონ დამსმენი წერილი ელისო ბოლქვაძის წინააღმდეგ და მათ თუ სიტყვა შეჰკადრა ვინმემ, უკვე ბულინგია? რა ხელშეუხებელი კასტაა ჩემმა მზემ? – ასე ეხმაურება ყოფილი პოლიტპატიმარი ბიძინა გიორგობიანი, კონკრეტული პირების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში ბოლო დროს აგორებულ ბულინგის კამპანიას.

გიორგობიანის შეფასებით, ხელისუფლების მოწინააღმდეგე გარკვეული ჯგუფი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ მათი მისამართით რაიმე სახის კრიტიკული მოსაზრების გაჟღერება ბულინგის კამპანიაა, ხოლო მმართველი პარტიის წევრების მისამართით წარმოებულ აგრესიულ კამპანიაზე არავინ საუბრობს. ამის მაგალითად გიორგობიანს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადება მოჰყავს, რომელიც წერს, რომ ტროლ-ბოტების სამიზნე გახდა.

„რა საინტერესოა, ამათთვის შეიძლება იუნესკოს მიწერონ დამსმენი წერილი ელისო ბოლქვაძის წინააღმდეგ და მათ თუ სიტყვა შეჰკადრა ვინმემ, უკვე ბულინგია? რა ხელშეუხებელი კასტაა ჩემმა მზემ? საზოგადოების პოლარიზება მეტი რაღა უნდა იყოს საინტერესოა. სალომე ზურაბიშვილი ერთ დროს ხომ ამ თემაზე მართავდა შეხვედრებს, რატომ აღარაფერს ამბობს, გადავიდა რევოლუციურ რეჟიმში?“ – წერს ბიძინა გიორგობიანი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ვფიქრობ, რომ ახლა ქვეყანაში ამაზე ბოროტი პოლიტიკურ დაჯგუფება არ არსებობს – ლევან ნიკოლეიშვილი
Next: მათი მიზანია როგორმე საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რომ თუ უარს გვეტყვიან ამით ხალხის აღშფოთება გამოიწვიონ და რაც ვერ შეძლეს მარტის დღეებში, ის შეძლონ შემოდგომაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.