Skip to content
29/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გამოვიდა ვინმე წინა დღეებში ჩვენგან და მოყვა, როგორ მოხვდა საავადმყოფოში ჩვენი კოლეგების რამდენიმე ოჯახის წევრი?

მარშალ პრესი 20/03/2023
ნინო წილოსანი

“ქართული ოცნების” წევრი ნინო წილოსანი ეხმიანება ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს დათო ტურაშვილთან დაკავშირებით.

“პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას.

მეორე, – რადგან ჩვენს მშობლებზე და შვილებზე არ ვსაუბრობთ ამ მავნებლური ფეიკკამპანიით რაც დამართეს, ამიტომ ახლა კიდევ აქეთ შეტევის ობიექტები გავხდით?!

რამდენიმე დღის წინ დედაჩემი ისე წაიყვანეს საავადმყოფოში, ვერც გამაგებინეს, ინფარქტგადატანილი და სტენტირებული ქალი! არ ვაპირებდი თქმას, მაგრამ რამდენიმე სტატუსი შემხვდა და ვწერ.

გამოვიდა ვინმე წინა დღეებში ჩვენგან და მოყვა, როგორ მოხვდა საავადმყოფოში ჩვენი კოლეგების რამდენიმე ოჯახის წევრი? მათ შორის მცირეწლოვანი შვილი, რომელმაც წინა დღით “ტიკტოკზე” ნაცების მიერ დამზადებული ამაზრზენი ვიდეო ნახა მამამისზე?

მათ შორის, საკუთარი “ნაცი” მასწავლებლის მიერ დაბულინგებული არასწრულწლოვანი შვილი, რომელსაც რამდენიმე წუთი გათიშულს ასულიერებდნენ მისი მშობლები?

გავაგრძელო? ბევრი შემიძლია, ძალიან ბევრი… ის ხალხი მაინც ნუ ხართ დიდ გულზე თავად რომ იყავით ბულინგის კამპანიის ავანგარდში…

ამიტომ მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!”- წერს ნინო წილოსანი.

Post navigation

Previous: უმრავლესობის დაშლის საფრთხეს ვერ ვხედავ, რადგან ნებისმიერი გასული დეპუტატის სანაცვლოდ, სიის შემდგომი წევრი შემოდის
Next: მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დათო ტურაშვილს, მაგრამ იქნებ ჩვენც გვტკივა გული? იქნებ ჩვენც გაგვანადგურა მათმა ცილისწამებამ?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.