Skip to content
29/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უმრავლესობის დაშლის საფრთხეს ვერ ვხედავ, რადგან ნებისმიერი გასული დეპუტატის სანაცვლოდ, სიის შემდგომი წევრი შემოდის

მარშალ პრესი 20/03/2023
გია ცაგარეიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ცაგარეიშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის საფრთხეს ვერ ხედავს, რადგან ნებისმიერი გასული დეპუტატის სანაცვლოდ, პარლამენტში სიის შემდგომი წევრი შედის.

გია ცაგარეიშვილი ირაკლი კოვზანაძის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვტილებას ეხმაურება.

„ირაკლი კოვზანაძეს პარლამენტიდან წასვლის თაობაზე განცხადება რამდენიმე დღის წინ შეუტანია. დანარჩენი კოლეგების განცხადებები მედიის საშუალებით გავიგე, ამის იქით დეტალები არ ვიცი. სავარაუდოდ, უმრავლესობის უახლოეს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერები კოლეგებთან განიხილავენ ამ საკითხს. საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის საფრთხეს ვერ ვხედავ, რადგან ნებისმიერი გასული დეპუტატის სანაცვლოდ სიის შემდგომი წევრი შემოდის. როგორც მახსოვს, სერგეენკოს გარდა, სხვა სიით არის შემოსული. თუ სერგეენკოც გავა, საბურთალოზე არჩევნების ჩატარება მოგვიწევს. ნებისმიერი ადამიანის წასვლა სასიამოვნო მოვლენა არ არის, რადგან საკმაოდ დიდი ხანი ვიმუშავეთ ერთად“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის დატოვების თაობაზე ოფიციალურად უკვე მიმართა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს უკვე დაუდასტურა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა, რომლის თქმით, კოვზანაძემ მის კომიტეტს ოფიციალურად უკვე მიმართა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი განათლების ახალ მინისტრს წარადგენს
Next: გამოვიდა ვინმე წინა დღეებში ჩვენგან და მოყვა, როგორ მოხვდა საავადმყოფოში ჩვენი კოლეგების რამდენიმე ოჯახის წევრი?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.