Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აუდიტორიიდან გააძევეს უცნობი პირი, რომელიც ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლას ცდილობდა (ვიდეო)

მარშალ პრესი 18/03/2023
220

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, სალომე ასათიანი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ლექციაზე მისული რამდენიმე ადამიანი ვერავინ იცნო, თუმცა, სტუდენტებისთვის ნათელი იყო, რომ ისინი პროვოკაციის მოსაწყობად იყვნენ მისულები.

როგორც სალომე ასათიანი აღნიშნავს, შურაცხმყოფელი ქცევის შემდეგ, სტუდენტებმა პროვოკატორები ლექციიდან გააძევეს. ის ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ პროვოკაციის მოსაწყობად მისულ აქტივისტებს თან „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფი ახლდა, ხოლო „ნაცმოძრაობის“ წევრი, გიორგი მუმლაძე, ლექციაზე მყოფ აღნიშნულ პირებს, დავალებებს ტელეფონით აძლევდა.

„დილიდან ირაკლი კობახიძის ლექციას ვესწრებოდი. რამდენიმე ადამიანი იყო შემოსული, რომლებიც ვერავინ იცნო, თუმცა ყველა ხვდებოდა, რომ პროვოკაციისთვის იყვნენ ლექციაზე შემოსულები. შუა ლექციის დროს ერთ-ერთი წამოხტა და შეურაცხყოფები დაიწყო, ლექციის ჩაშლა სცადა. რა თქმა უნდა მივაბრძანეთ აუდიტორიიდან. ლექციაც მშვიდად გაგრძელდა. ადგილზე პროვოკატორ აქტივისტებთან ერთად მთავარი არხის გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა.

სულ შემთხვევით როგორც ჩანს და ყველაზე საინტერესო. როგორც სხვა სტუდენტებმა გვითხრეს, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან, გიორგი მუმლაძე, ნაცების კანდიდატი რომ იყო, შიგნით მყოფებს ტელეფონით აძლევდა დავალებებს. ან რას უხდიან, ან რას პირდებიან ასეთი მდაბიო დავალებების შესრულებაში, რა საცოდავად გამოიყურებოდნენ უნდა გენახათ.“ – წერს სალომე ასათიანი Facebook-ზე.

https://mpn.ge/wp-content/uploads/2023/03/336317775_1261752197787709_2254462119758457325_n.mp4

Post navigation

Previous: ხალხი ახალი საზოგადოებრივი ტალღის შექმნის მოლოდინშია, საქართველო რუსული ბომბისგან და დასავლური „რევოლუციისგან“ დაცვას საჭიროებს! სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხე რეალური გახდა
Next: თსუ-ს აუდიტორიიდან გარეთ გამოსულ სტუდენტებს პროვოკატორმა მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც პროვოკატორსა და სტუდენტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.