Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხალხი ახალი საზოგადოებრივი ტალღის შექმნის მოლოდინშია, საქართველო რუსული ბომბისგან და დასავლური „რევოლუციისგან“ დაცვას საჭიროებს! სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხე რეალური გახდა

მარშალ პრესი 18/03/2023
Снимок.PNG2201

ხალხი ახალი საზოგადოებრივი ტალღის მოლოდინშია! საქართველო რუსული ბომბისგან და დასავლური „რევოლუციისგან“ დაცვას საჭიროებს! სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხე რეალური გახდა!”- წერს სოციალურ ქსელში “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე:

“7-8 მარტს მხუთე კოლონა სახვა ქვეყნების დროშებით, საქართველოს პარლამენტში შეჭრას ცდილობდა. მეორე ჯგუფმა კი ევროკავშირის დროშა დაწვა.

უნდა იქვას , რომ ხელისუფლება შეეცადა საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ჯგუფების გამჭვირვალობის საკანონმდებლო რეგულაციები შემოეღო, მსგავსად ამერიკის, ისრაელის, ავსტრალიასა, რომელსაც ახლა კანადაში და ევროკავშირშიც იხილავენ, მაგრამ პირდაპირ გვითხრეს, „ის რაც შეიძლება აშშ-ში, პატარა საქართველოსთვის დაუშვებელია“.

მიუხედავად ზეწოლისა, კანონის მიღების პროცედურა მაინც დაიწყო. მეხუთე კოლონის დამფინანსებლებმა ახალგაზრდობაც მომართეს, თბილისის ქუჩებისთვის უცნობი, მოლოტოვის კოქტეილებიც გაისროლეს და კინაღამ გადატრიალება მოაწყვეს. ქართულმა პოლიციამ ფარანგ, ბერძენ და გერმანელ კოლეგებს დაანახა თუ როგორ შეიძლება „ევროპულად“, ძალადობის გარეშე , ექსტრემიზმის შეჩერება.

შექმნილმა ესკალაციამ, კანონის უკან გამოწვევა აუცილებელი გახდა, რადგან საკითხი წინასწარ შემზადებას , საზოგადებასთან და ახალგაზრდობასთან ინტენსიურ მუშაობას საჭიროებდა. რატომ გაკეთდა ამ კანონის, ფართო საზოგადოებრივი განხილვის და შემზადების გარეშე ფორსირება, ან რატომ მიეცა რადიკალ-ოპოზიციას გაერთიანების საბაბი, ბევრ კითხვას აჩენს!
დაძაბულობამ და სამოქალაქო დაპირისპირებამ სისტემური პრობლემებიც წარმოაჩინა, განსაკუთრებით განათლების სფეროში და უმაღლეს სასწავლებლებში.

სტუდენტობასთან ფაქტიურად არავის უმუშავია, NGO stream-ი კი „სოროსული“ მეთოდით, ახალგაზრდობის მისაბაძ ავანგარდად იქცა. სხვა აზრის აუტანლობის რადიკალური ფორმებიც დაფიქსირდა, როცა სკოლის მასწავლებელი 8 წლის ბავშვს მოღალატის შვილს ეძახის, ან როცა ლექტორს მტრად აცხადებენ! მსგავსი ქცევა გერმანულ ფაშიზმს და საბჭოთა პერიოდის „ხალხის მტრად“ შერაცხვას გვაგონებს. განათლების სამინისტრომ ფაქტიურად ჩააგდო სახელმწიფო პოლიტიკის გატარება და ახალგაზრდობასთან მუშაობა უცხოეთიდან დაფინასებულ გჯუფებს დაუთმო!

ამ პროცესმა ბევრი რამ გამოავლინა: ლუსტრირებულ იქნა ჯგუფები ,რომელნიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან, გამჭვირვალობა არ უნდათ და ხელისუფლებაში მყოფი ნაც-პორტირებული ჩანერგილი ჩინოვნიკები, რომელნიც დითირამბებით ამკობდნენ ვერო-რადიკალებს, „სად იყავით აქამდე , ჩვენ სულ გელოდითო“, ერთგულებას უმტკიცებდნენ თავიანთ პოსტებზე. ესე კატეგორია ახლაც ორ სკამზე ზის და ელოდება სასურველ დროს!

ცხადია, რომ დასავლეთი კანონის უკან გაწვევით დაყაბულდა და რევოლუციური ესკალაცია შეაჩერა, რადგან დაინახა რომ რევოლუციური სცენარის გაგრძელებით, რუსეთს აგრესიის საბაბი მიეცემოდა და ჩვენი სუვერენიტეტის დაკარგვის რეალური საშიშროება შეიქმნებოდა. მოსკოვიდან, „ლოს-ანჯელესის ლობის“ წარმომადგენლებმა ,მიტინგზე სოხუმის უბრალო გაჟღერებაც არ გვაპატიეს და თბილისის დაბომბვით დაგვემუქრნენ. საქართველოს პარლამენტის წინ, ევროკავშირის დროშის დაწვამაც არ დააყოვნა.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ თავისი ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე , რუსეთს არ დაუწესა პირდაპირი სანქციები , საზღვრები არ ჩაკეტა და ვაჭრობა არ შეზღუდა, რითაც რუსეთი არანაკლებ სარგებლობს.

ასევე საქართველოს ცდილობს გაუძლოს უკრაინიდან და დასავლეთიდან ზეწოლას და რუსეთთან პირდაპირ შეიარაღებულ დაპირისპირებაში არ შედის. მიუხედავად ამ პეფერენციებისა რუსეთმა ჩვენს მიმართ , მცირეოდენი ნაბიჯიც კი არ გადმოდგა , რომ აფხაზებთან და ოსებთან , ყოველგვარი პოლიტიკური წინაპირობების გარეშე მაინც, დაწყებულიყო შერიგების და ნორმალიზების პროცესი. ამგვარი მიდგომით, რუსეთი თვითონ უწყობს ხელს, საქართველოს მხრიდან დაძაბულობის შექმნას და მეორე ფრონტის გახსნის მხარდამჭერთა გააქტიურებას, რასაც დასავლეთიც კარგად გამოიყენებს თავისი ინტერესებისთვის.

დასავლეთმა და რუსეთმა, ევრო-რადიკალებისა და ევრო-სკეპტიკების გააქტიურებით, სამოქალაქო დაირისპირების ახალი კერა შექმნეს, რასაც სახელმწიფოზე ზემოქმედებისა და პრობლემის შესაქმნელად ადვილად გამოიყენებენ!

საქართველოს დიდი გონიერება მართებს , რომ საფრთხე არ შეექმნას ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ჩვენთვის მნიშვენლობა არ აქვს რუსეთი დაგვბომბავს თუ დასვლეთი მოგვიწყობს რევოლუციას! ჩვენ არ გვინდა რუსეთის გუბერნიად ვიქცეთ , ან ხუნვეიბინური ანკლავი ვიყოთ ევროპისთვის. საქართველოს მხოლოდ ხალხის ერთობით შეუძლია დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ პარტნიორულ დამოკიდებულებას შევაჩვიოთ ყველა!

მიუხედავად ამისა, ეროვნული ერთობის მიღწევა ვერ ხერხდება. ხალხი გადაიღალა პოლიტიკური კინკლაობის და ნეგატივიზმის ყოველდღიური ყურებით, სახელმწიფოს ერთგულ პროფესინალთა დაუმსახურებელი იგნორირებით და უმეცართა, ახლობლური ან პოლიტიკური ნიშნით დაწინაურებით; სამართლიანობის, კანონიერებისა და მართლმსაჯულების მოქალაქეთა მიმართ არათანაბრობის არსებობით; ადგილზე თვითმართველობის შესუსტებით და ხელისუფლების წვდომის შეზღუდვით. საქართველოს სტატისტიკური ეკონომიკური ზრდა, შესატყვისად ვერ დაეტყო მოქალაქეების კეთილდღეობას.

ვერ დარეგულირდა მიგრაცია, მოქალაქეები კვლავ საზღვარგარეთ მიდიან, რომ ოჯახები არჩინონ, რაც ხშირად ტრაგიკულ შედეგებამდე მიდის. სოფლად გლეხს , ფერმერს და მეწარმე ბიზნესმენს მეტი მხარდაჭერა სჭირდება, რომ პროფესიონალური დახამრება მიიღონ, მეტი აწარმოოს ,რეალიზება გაუკეთოს, შემოსავალი მიიღოს და ხელფასები გაზარდოს. ქვეყანას ძირეული სისტემური რეფორმები სჭირდება, რომ მოვახდინოთ პოლიტიკის დეკომერციალიზაცია, თანაბარი საწყისი პირობები მიეცეს ყველა მოქალაქეს და თვითრეგულირებადი საზოგადოება სახელმწიფოს გაძლიერებისთვის და ხალხის კეთილდღეობისთვის ზრუნავდეს.

პრობლემებს რა გამოლევს, მაგრამ ფაქტია, რომ მოსახლეობის 60 %-ზე მეტი განაწყენებულია, ხშირ შემთხვევაში უყურადღებობით და გულგრილობით. ძირეული რეფორმებს მოლდინთა რაოდენობა დღითი დღე მატულობს. იგნორირებული მოსახლეობა, რომლებიც არჩევნებში შეგნებულად არ ღებულობს მონაწილეობას და ყველას წინააღმდეგია, დღეს უმრავლესობას წარმოადგენს! საზოგადოება ახლი სახლხო ტალღის შექმნას მოელის, რომ სახელმწიფო გააძლიეროს და ხალხისკენ შემოაბრუნოს. საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას ყველა უჭერს მხარს , მაგრამ ხალხის მოითხოვს, რომ ევროპაში შესვლა ღირსეული უნდა იყოს, უსამართლო პოლიტიკური თამაშების გარეშე, ჩვენი იდენტობისა და ათასწლოვანი ტრადიციების შენარჩუნებით!

მსხვილმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ ახალი რეალობა უნდა შექმნას, სახელმწიფოსა და ხალის ინტერსებისთვის ზრუნვა აუცილებელ პირობად აქციოს, არ მისცეს მეხუთე კოლონას საშუალება არიოს ვითარება ქვეყანაში და საფრთხე შეუქმნას საქართველოს სახელმწიფოებრიობას.

PS. მაინტერესებს ყველას აზრი ახალი სახალხო მოძრაობის შექმნასთან დაკავშირებით. შემოგვთავაზეთ დასახელება, შინაარსი, აქტივისტები. ვფიქრობ წინა პლანზე ახალი ადამიანები , პროფესიონალები და გულანთებული სამშობლოს მოსიყვარულე ხალხია წამოსაწევი. მასშტაბური და ადგილობრივი ლიდერებია შესარჩევი, ვისაც ხალხი ენდობა, ისეთები ვისაც ჩირქს ვერ მოსცხებენ. ჩვენ კი აქტიურად ჩავერთოთ ამ მეტად მინშვბელოვანი საქმის ორგანიზებაში.”- წერს ლევან მამალაძე.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
Next: აუდიტორიიდან გააძევეს უცნობი პირი, რომელიც ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლას ცდილობდა (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.