Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა

მარშალ პრესი 30/03/2022
პარლამენტი საქართველოს

პარლამენტმა 89 ხმით მხარი დაუჭირა პარლამენტის დადგენილების პროექტს „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ დეპუტატებს მეურვეობის 3 კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის წევრების შემადგენლობა გააცნო:

მაკო ჯაოშვილი – მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი;

ბაკურ ბაკურაძე – რეჟისორი;

მიხეილ ჯავახიშვილი – მუსიკოსი, თბილისის ახალგაზრდული კაპელის ხელმძღვანელი;

ეკა მელქაძე – ჟურნალისტი;

ნინო მეუნარგია – ჟურნალისტი, რადიო „იმედის“ წამყვანი;

ერმილე მესხია – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;

გიორგი იმედაშვილი – საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი;

გიორგი დავითური – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი;

მარიამ გოგოსაშვილი -საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით დადგენილება მიღებისთანავე ამოქმედდება

Post navigation

Previous: ოფიციალური კიევი უნგრეთის ხელისუფლების ბრალდებას საარჩევნო პროცესში ჩარევის შესახებ ღრმად ამორალურს უწოდებს
Next: აშშ-ის თავდაცვის მდივანი: პუტინის უკრაინაში შეჭრა არა მხოლოდ უკრაინაზე თავდასხმა, არამედ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ძირითად პრინციპებზეც თავდასხმაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.