Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ოფიციალური კიევი უნგრეთის ხელისუფლების ბრალდებას საარჩევნო პროცესში ჩარევის შესახებ ღრმად ამორალურს უწოდებს

მარშალ პრესი 30/03/2022
სიარტო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დასანანი უწოდა უნგრეთის ხელისუფლების ბრალდებას საარჩევნო პროცესში ჩარევის შესახებ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ უკრაინა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების პროცესში ჩარევაში დაადანაშაულა.

პიტერ სიიარტოს თქმით, ადგილი ჰქონდა კოორდინაციას უნგრეთის მემარცხენეებსა და უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს შორის და რომ უკრაინა ცდილობდა გავლენა მოეხდინა 3 აპრილისთვის ჩანიშნულ არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების კოალიციის სასარგებლოდ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის ხელისუფლების ამ ბრალდებას ღრმად ამორალური ცრუ შეტყობინება უწოდა.

„განსხვავებით უნგრეთის ქცევისგან უკრაინაში, ჩვენ არასდროს ვერეოდით მათ საშინაო საქმეებში, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ. დასანანია იმის ხილვა, რომ მოკლევადიანი წინასაარჩევნო მიზნებისთვის როგორ იგონებს მინისტრი სიიარტო უაზრობას და ანგრევს ჩვენს ურთიერთობებს, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ვაშენებდით“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.

Continue Reading

Previous: პოლიციამ ზუგდიდში უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 2 პირი
Next: პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025