Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შექმნილია მათ შორის, ახალგაზრდული ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებიც დატრენინგებულები იყვნენ მათ შორის, მოლოტოვის კოქტეილებისთვის

მარშალ პრესი 16/03/2023
ირაკლი კობახიძე7

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE”, ბოლო დღეებში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები შეაფასა. როგორც კობახიძემ განაცხადა მიმდინარე პროცესებმა სრულად გაშიფრა ის ექსტრემისტული დაჯგუფება, რომელიც მომზადებული იყო ქვეყანაში რევოლუციური პროცესების განვითარებისთვის.

„ერთი კარგი კიდევ, რაც მოიტანა ამ პროცესებმა არის ის, რომ ბოლომდე გაიშიფრა ის ექსტრემისტული ხაზი რომელიც იყო მომზადებული რევოლუციური გეგმებისთვის და აქაც დავინახეთ რომ ეს ექსტრემისტული ხაზი მაინც და მაინც ძლიერი ვერ არის.

შექმნილია მათ შორის, ახალგაზრდული ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებიც დატრენინგებულები იყვნენ მათ შორის, მოლოტოვის კოქტეილებისთვის, სხვა ძალადობრივი ქმედებებისთვის, ამაშიც დიდი რესურსი არ არის. ბოლომდე გავშიფრეთ, დღეს ზუსტად ვიცით საჭიროების შემთხვევაში რა ზომები უნდა იყოს მიღებული იმისათვის, რომ ეს რევოლუციური გეგმები ისე წარმატებით ჩაიშალოს, როგორც შარშან და ერთი კვირის წინ ჩაიშალა.“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ბაკურიანის გეგმის პატარა გამოვლინება იყო ის პროცესები, რომელიც ვიხილეთ წინა კვირის განმავლობაში, ეს გეგმა კიდევ ერთხელ ჩავარდა
Next: ამის გავლენაა განცხადებები და პოზიციები, რომელსაც ზურაბიშვილი აფიქსირებს, თუმცა, პერიოდულად ჩანს, რომ მას თავისი პრიცნიპებიც აქვს და უკადრებელს მაინც არ იკადრებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.