Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბაკურიანის გეგმის პატარა გამოვლინება იყო ის პროცესები, რომელიც ვიხილეთ წინა კვირის განმავლობაში, ეს გეგმა კიდევ ერთხელ ჩავარდა

მარშალ პრესი 16/03/2023
ირაკლი კობახიძე

ბაკურიანის გეგმის პატარა გამოვლინება იყო ის პროცესები, რომელიც ვიხილეთ წინა კვირის განმავლობაში, ეს გეგმა კიდევ ერთხელ ჩავარდა – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში გამაცხადა

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას. მისი თქმით, აგენტების ლუსტრაცია არის იმის გარანტია, რომ ენჯეოების მეშვეობით და დახმარებით საქართველოში ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება, ამის პრევენცია იყო საჭირო და ამის პრევენციას წარმატებით ემსახურებოდა ის დისკუსია, რომელიც კანონპროექტის გარშემო გაიშალა.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ბაკურიანის გეგმებზე, ამ გეგმის პატარა გამოვლინება იყო ის პროცესები, რომელიც ვიხილეთ წინა კვირის განმავლობაში, ეს გეგმა კიდევ ერთხელ ჩავარდა, პირველი მცდელობა იყო კანდიდატის სტატუსის არმიღების შემდეგ, ჩაუვარდათ, ახლა კიდევ ერთხელ ჩაუვარდათ ეს გეგმა. საბოლოო ჯამში ეს პროცესი, მათ შორის აგენტების ლუსტრაცია არის იმის გარანტია, რომ ენჯეოების მეშვეობით და დახმარებით საქართველოში ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება. ამის პრევენცია იყო საჭირო და ამის პრევენციას წარმატებით ემსახურებოდა ის დისკუსია, რომელიც კანონპროექტის გარშემო გაიშალა“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ყველამ გაიგო საზოგადოებაში, რომ აგენტობა არის სამარცხვინო და სათაკილო მოვლენა – ირაკლი კობახიძე
Next: შექმნილია მათ შორის, ახალგაზრდული ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებიც დატრენინგებულები იყვნენ მათ შორის, მოლოტოვის კოქტეილებისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.