Skip to content
13/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპა “რუსული კანონის” მიღებაზე ფიქრობს

მარშალ პრესი 13/03/2023
ევროკავშირი

ევროკავშირი მუშაობს კანონზე, რომელიც აიძულებს არასამთავრობო ჯგუფებს, საკონსულტაციო კომპანიებსა და აკადემიურ ინსტიტუტებს გაამჟღავნონ ნებისმიერი დაფინანსება, რომელსაც ევროკავშირის გარედან იღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა POLITICO ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა POLITICO აღნიშნავს, დაგეგმილი კანონმდებლობა, რომელიც ძალიან ადრეულ ეტაპზეა, ასახავს ავსტრალიასა და შეერთებულ შტატებში მოქმედ მსგავს კანონებს. შეერთებულ შტატებში, უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ აქტი 1938 წლიდან ავალდებულებს ლობისტებს, რომლებიც მუშაობენ უცხოური მთავრობების სახელით, დარეგისტრირდნენ ფედერალურ მთავრობაში.

ევროკომისიაში ოფიციალური წყაროს ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კანონის ევროკავშირის ვერსიის სამიზნე ინდივიდები იქნებიან, მაგრამ კანონი აიძულებს როგორც კომერციულ, ასევე არაკომერციულ ორგანიზაციებს გაამჟღავნონ დაფინანსება, რომელსაც ევროკავშირის გარედან იღებენ.

გამოცემა POLITICO აღნიშნავს, რომ კრიტიკოსები დროის არჩევანს უხერხულს უწოდებენ, რადგან ევროკავშირმა აღნიშნულ კანონზე მუშაობა ზუსტად მაშინ გააძლიერა, როდესაც საქართველოში მსგავსი კანონპროექტის გამო პროტესტი გაჩნდა.

„აშკარად დელიკატური საკითხია. ჩვენ ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე ვართ, დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრისგან ინფორმაციის შეგროვების ადრეულ ეტაპზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ სწორ მიდგომას ვიღებთ“, – აღნიშნა ევროკომისიის ოფიციალურმა პირმა.

ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებულნი არიან ევროკომისიის სახელით გაგზავნილი წინასწარი კითხვარის გამო, რომელშიც რესპონდენტებს უკვე სთხოვენ დეტალურად აღწერონ დაფინანსების წყაროები, რომელიც ევროკავშირის გარედან არის მიღებული.

Post navigation

Previous: უსინდისოდ მიკერებული ე.წ. რუსული იარლიყი, ამ დიდი ტყუილის გამო უნდა დაელეწათ თბილისის ცენტრი და ქვეყანაში ვითარება აეყირავებინათ?!
Next: ამისთვის ანგრევდით ქვეყანას? – ლევან ნიკოლეიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.