Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციამ ახალი ნარატივი გამოაგორა – კანონის მიღება კანადისთვის შეიძლება, საქართველოსთვის სახიფათოაო

მარშალ პრესი 12/03/2023
თამთა მეგრელიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, კანადური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას (რომლის მიხედვითაც კანადაში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის ამოქმედება იგეგმება) და ამ საკითხზე ქართული ოპოზიციის ნაწილის გამოხმაურებებს Facebook-ზე პასუხობს.

„კანადური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კანადაში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის ამოქმედებაზე მიდის საუბარი, რომლითაც მოქალაქეები, რომლებიც კანადაში უცხო სახელმწიფოს სახელით მოქმედებენ, ვალდებულები იქნებიან, დამქირავებელ სახელმწიფოებთან ყველა სახის კავშირი ღია გახადონ.

ამ ფაქტზე ოპოზიციური სპექტრის ნარატივი, რომ კანადა დემოკრატიული ქვეყანაა და საქართველო ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყანაა, არასწორია. ნეტა მართლა იცოდნენ განსხვავება დემოკრატიულსა და ჰიბრიდულს შორის. ეს იქეთ იყოს და, მათი მიზანი აქ მარტივია: ხედავენ, რომ სტუდენტებს, ახალ თაობას, რომელიც ფიქრობდა, რომ რუსულ კანონს აპროტესტებდა კითხვები გაუჩნდა, – ნუთუ კანადაც რუსულ კანონს იღებსო?! ნაწილმა მხოლოდ ახლა გადაიკითხა „ხალხის ძალის“ მიერ შემოთავაზებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და იქ რუსული რომ ვერაფერი აღმოაჩინა იკითხა – რა არის ამაში რუსულიო? ოპოზიცია დაიბნა, ახალგაზრდების ღია და თამამ კითხვებზე პასუხი არ აქვს და ახალი ნარატივი „გამოაგორა”, – კანონის მიღება კანადისთვის შეიძლება, საქართველოსთვის სახიფათოა, რადგან  კანადა „მოზრდილია“, საქართველო „ბავშვია“ და შესაძლოა, კანონი არასწორად გამოიყენოს და დაზიანდესო. ახალი თაობა ყველაფერს ხედავს, ძალაა და თავს არავის გამოაყენებინებს, ასე რომ ოპოზიციავ, თქვენ ადრე იზეიმეთ გამარჯვება, მოატყუეთ სტუდენტები და ეს ძალა ახლა ისევ თქვენ შემოგიტრიალდებათ“, – აღნიშნავს თამთა მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: ვამაყობდი თანამედროვე საზრიანი ახალგაზრდებით, ვცდებოდი – დავით ქართველიშვილი
Next: ჯერ არესტოვიჩმა განგვიმარტა, რომ სააკაშვილი შეძლებდა რუსებთან ომსო, ახლა კი უკრაინელი ჟურნალისტი პირდაპირ, ღიად საუბრობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.