Skip to content
29/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვამაყობდი თანამედროვე საზრიანი ახალგაზრდებით, ვცდებოდი – დავით ქართველიშვილი

მარშალ პრესი 12/03/2023
დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, ხათუნა სამნიძის განცხადებას, რომელიც მან კანადაში უცხოური გავლენის აგენტის რეესტრის შექმნის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა – „არ ვიცი, უნდა შევისწავლო და მერე გეტყვით“.

„ნუღარ შეისწავლი, ტაქტიკა შერჩეული გაქვთ უკვე – უსამშობლო ლაქიების შესაფერისი, მონური. ზოგმა დაწერა უკვე – სად კანადა და სად საქართველოო. ზოგმა რაღაც დემოკრატიის ინდექსები მოიშველია – კანადას ათი ქულა აქვსო, საქართველოს კიდევ ხუთიო რა ინდექსი, საიდან მოიტანეთ? ანუ დაბოლების მასტერ-კლასი in action.

ზოგმა საერთოდ სასწაული თქვა – კანადას ერთადერთი ვისი ეშინიაო, ჩინეთია. ამიტომ მხოლოდ ჩინეთის, და არა ზოგადად უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე განიხილავს კანონპროექტს, თორემ ზოგადი რომ ყოფილიყო – „იასნია“ რომ „რუსული“ იქნებოდა, ახლა კი, „დაჟე“ კანადურიც არაა, „ანტიჩინურია“.

რატომღაც ვამაყობდი თანამედროვე საზრიანი ახალგაზრდებით, მეგონა, რომ კრიტიკული აზროვნებით ჩვენზე მეტად დაჯილდოებული არიან – გადამოწმება უყვართ მეთქი: ხომ არ გვაბოლებენ, ხომ არ გვიყენებენ, ხომ არ მანიპულირებენ ჩვენით. ვცდებოდი – გამაძღარმა უსამშობლო დამკვეთებმა გამოგიყენეს და უხერხულ მდგომარეობაში მიგატოვეს.

იმედია, კითხვა მაინც გიყვართ. რა თქმა უნდა, მხოლოდ ინგლისურად! მაშინ შემოგთავაზებთ ცნობილი ინგლისელი პუბლიცისტის, კონსერვატორის, დუგლას მიურეის 2019 წლის ბესტსელერს: „The Madness of Crowds: Gender, Race and Identity“ (ბრბოს სიგიჟე), ძალიან საინტერესოა. განსაკუთრებით ავტორის პიროვნების თვალსაზრისით: ანგლიკანური კოლეჯის კურსდამთავრებული ათეისტია და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის კონსერვატორი. ეს მაინც წაიკითხეთ, თორემ „სიბრძნე სიცრუისა“ ან „სახარება“ რომ შემოგთავაზოთ – ესენიც ხომ „იავნათ“ – „რუსული“ ნარრატივია“, – აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ცოფებს ვყრი, აი ეს მოიტანა დასავლეთისგან თავსმოხვეულმა კოაბიტაციამ და დეპოლარიზაციის მოთხოვნამ – მანჩო გიორგობიანი
Next: ოპოზიციამ ახალი ნარატივი გამოაგორა – კანონის მიღება კანადისთვის შეიძლება, საქართველოსთვის სახიფათოაო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.