Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლომჯარიას მუქარის მერე ველოდოთ სააკაშვილის, ახალაიას , ადეიშვილის და მეგის ქარდავას მუქარებს – ნინო წილოსანი

მარშალ პრესი 11/03/2023
წილოსანი

“ქართული ოცნების” წევრი ნინო წილოსანი ეხმიანება ნინო ლომჯარიას ფეისბუქ პოსტს:

თურმე ნინო ლომჯარია გამარჯობის თქმას არ აპირებს და გეგმავს შემარცხვინოს, სადაც მნახავს…
მინდა განვუმარტო, რომ გამარჯობის თქმა, გარკვეული ტრადიცია, ეტიკეტი და პირველ რიგში, საკუთარი თავის პატივისცემაა, რომელიც ფაქტია მაშინ დაკარგა, როცა მიხეილ სააკაშვილის მსახური გახდა…

მეორეც, მუქარა იმ ადამიანისგან, რომელიც სურვილს გამოხატავდა, საქართველოში ბომბების ცვენა ყოფილიყო და ამის გამო წუხდა, არის მხოლოდ იმის აღიარება, რომ მისი ანტისახელმწიფოებრივი და მტრული იდეოლოგიის ნაწილი არ ვარ და ეს უკვე ძალიან კარგია.

აქვე, ეს ვითომ ადამიანის უფლებების დამცველი, სინამდვილეში უფრო მეტი რადიკალიზაციის და პოლარიზაციის ფლაგმანი რომ არის, ნეტავ ათვითცნობიერებს? ხელისუფლებაში რომ იყოს იქნებ საერთოდ დაგვხვრიტოს ან გადაგვასახლოს…

ლომჯარიას მუქარის მერე ველოდოთ სააკაშვილის, ახალაიას , ადეიშვილის და მეგის ქარდავას მუქარებს. კიდევ კარგი, რომ არც მათი და არც სხვა გამარგინალებული ნაცების მუქარის ამ ქვეყანაში აღარავის ეშინია, ეს 2012 წლის შემდეგ წარმატებით უზრუნველვყავით!”- წერს ნინო წილოსანი.

იხილეთ ნინო ლომჯარიას პოსტი აქ

Post navigation

Previous: ” ხელვაჩაურის წყალის” მონიტორინგისა და ლაბორატორიის ჯგუფმა, სასმელი წყლის სინჯები აიღო
Next: მცხეთაში შემომავალი ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.