შპს ” ხელვაჩაურის წყალის” მონიტორინგისა და ლაბორატორიის ჯგუფმა, სასმელი წყლის სინჯები აიღო. სამუშაოები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სარფის, ახალსოფლის, ჭარნალის, თხილნარისა და მახოს წყალსადენებსა და წყალშემკვრებ ავზებზე განხორციელდა.
პროცედურის ფარგლებში სასმელი წყლის რეზერვუარები შემოწმდა და წყალში ნარჩენი ქლორის რაოდენობა განისაზღვრა. წყლის ხარისხის შემოწმებას შპს “ხელვაჩაურის წყალი” პერიოდულად ახორციელებს.
