ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ეხმიანება ნინო ლომჯარიას ფეისბუქ პოსტს:
“ყოველთვის აღმაფრთოვანებდა შენი პრინციპულობა. მჯერა, ხელისუფლებაში რომ მოხვალთ, ტელევიზიების შენობებს საგანგებო აღნიშვნებს გაუკეთებთ, ჟურნალისტებს კი სპეციალური ნიშნის ტარებას აიძულებთ! ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ვიცოდეთ, ვინ არის მტერი!
პოლიტიკაში დიდი ნაბიჯების გადადგმის დროს ტყავის ქურთუკი, ჩექმები და მაუზერი არ დაგავიწყდეს, მოგიხდება!
სამარცხვინოა ეს განცხადება, ძალიან სამარცხვინო, – ფაშისტურ-ბოლშევიკური! განსაკუთრებით, ყოფილი სახალხო დამცველისგან!”- წერს ბონდო მძინარაშვილი.
იხილეთ ნინო ლომჯარიას პოსტი აქ:
