IMG.GE ___________________________________ IMG.GE

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ზ.ხ.-ს მამამ, პოლიციის განყოფილება გვიან ღამით დატოვა.

თამაზ ხომასურიძის განცხადებით, სამართალდამცავებმა მასზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ დაიბარეს.

მისივე თქმით, პირები, რომლებმაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შესაძლოა, მირიან ნიკოლაძის გაგზავნილები იყვნენ, თუმცა ამის დამადასტურებელი საბუთი გამოძიებისთვის არ მიუწოდებია.

“ჩემი ცემის ფაქტთან დაკავშირებით დამკითხეს. მე როგორც ვფიქრობ, ისინი მირიან ნიკოლაძის გამოგზავნილი ხალხი იყვნენ. ორი ტყუპი ბიჭი იყო, რუსული აქცენტით საუბრობდნენ და ყვიროდნენ კიდევ ამოიღებ ხმასო,” – აცხადებს არასრულწლოვან ზ. ხ.-ს მამა თამაზ ხომასურიძე.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება