IMG.GE ___________________________________ IMG.GE

კახეთში ერთი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს. ინციდენტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირება ნასვამ თანასოფლელებს შორის მანქანის არასწორად გაჩერებას მოჰყვა. სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ მხარეები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გულ-მკერდის არეში დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

“ავადმყოფი შემოყვანილი არის ახლობლების მიერ. მათი გადმოცემით, ნაცნობმა პირმა დანით გულ-მკერდის არეში მიაყენა ჭრილობები. ზოგადი მდგომარეობა შემოსვლისას იყო საშუალო სიმძიმის. ჩატარდა პირველადი ქირურგიული დამუშავება, გაიკერა ჭრილობები, ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები. ამჯერად ავადმყოფის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ საყურადღებოა,” – აცხადებს კლინიკა “არქიმედის” სამედიცინო დირექტორი ნიკოლოზ კარალაშვილი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება