Skip to content
29/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავინახეთ ვინ ასხამს რუსულ წისქვილზე წყალს – ვოლსკი

მარშალ პრესი 10/03/2023
ვოლსკი

არც ერთი თემა, რომელიც ეხება რუსულ საკითხს, არ დასტურდება იმ რეალობით, რაც გვაქვს. ასევე, დავინახეთ, თუ ვინ არის სწორედაც რუსულ წისქვილზე წყლის დამსხმელი: ვინც ჩააბარა ქვეყნის 20%, ვინც გადასცა სტრატეგიული ობიექტები და ვინც ხელი მოაწერა იმაზე, რომ ეს ყველაფერი არის ქართველი ჯარისკაცების ბრალი, ვინც ჯარისკაცების ცხედრები მიატოვა ბრძოლის ველზე და ტაშ-ფანდური გამართა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ წინა ხელისუფლების დროს რუსეთს ყველა პირობა შეექმნა კავკასიაში უპირატესობის მოსაპოვებლად, რთული რეალობის წინაშე მყოფმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მაინც მოახერხა ევროატლანტიკურ სტურქტურებში პოზიციების გამყარება.

ვოლსკიმ აღნიშნა ის ფაქტიც, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს ევროპისკენ სვლას უჭერს მხარს, რისი კონსტიტუციაში ჩაწერაც სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო.

„წინა ხელისუფლების დროს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ რუსეთს უპირატესობა მოეპოვებინა კავკასიის რეგიონში. დღემდე ეს პრობლემა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საზიდია. მიუხედავად ამისა, გავაკეთეთ უამრავი რამ: პოზიციების გამყარება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწორედ „ქართულ ოცნებას“ მიეწერება და მისი ლომის წილია სწორედ ის, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი იმას უჭერს მხარს, რაც ჩვენ ჩავწერეთ კონსტიტუციაში, ჩვენ და არა სხვამ. კონსტიტუციის ამგვარ ცვლილებასაც საბოტაჟი გამოუცხადა იმ ძალამ, რომელიც რუსული თემით სპეკულირებს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

Post navigation

Previous: პარადოქსია, მაგრამ ხალხი რომელსაც ელჩის მითითებების გარეშე დამოუკიდებლად ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, გველაპარაკება თავისუფლებაზე
Next: მზად არიან ყველას ვინც მათ აზრზე არ ვართ სამოსზე დავითის ვარსკლავი დაგვკიდონ და ბოლოს გვჟლიტონ ისე როგორც ამას ფაშისტები აკეთებდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.